არც მუსიკათმცოდნე ვარ და ნოტებსაც ძვლივს ვარჩევ, მაგრამ, როგორც კლასიკური მუსიკის ხშირი მსმენელი, ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ

!
ბოლო გვერდები გადავიკითხე და აქ ბეთჰოვენისა და შოპენის შედარება მიდის, რათქმაუნდა, ბეთჰოვენი უფრო დიდი და მრავლისმომვცელი კომპოზიტორია, მაგრამ საფორტეპიანო მუსიკაში შოპენთან ახლოსაც ვერ მივა. რეალურად რომ ვთქვათ ბეთჰოვენს ეკუთვნის 5 საფორტეპიანო შედევრი - 8, 14, 17, 21, 23 სონატები და აგრეთვე სამი, შედევრი არა, მაგრამ საკმაოდ კარგი ნაწარმოები - 29, 32 სონატები და პიესა "ელიზე", დანარჩენი კი სუსტი ან საშუალო დონის ნაწარმოებებია, ბეთჰოვენის ნაცვლად იმ დროში მოღვაწე სხვა კომპოზიტორს, რომ დაეწერა, ალბათ დღეს აღარავის ეხსომებოდა.
მაგალითად ავიღოთ, 1828 წელს დაწერილი, შოპენის პირველი სონატა, ნორმალური სონატაა, რომანტიული, ტექნიკური და მელოდიური, ოღონდ არა შედევრი, ხოდა რისი თქმა მინდა ამით, ვთქვათ ბეთჰოვენს კიდევ ერთი წელი ეცოცხლა და შოპენის ნაცვლად მას დაეწერა ეს სონატა, დამიჯერეთ, ეგ სონატა იქცეოდა ერთ-ერთ ყველაზე შესრულებად ნაწარმოებად და გახდებოდა ბეთჰოვენის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები............ რატომ? ............. იმიტომ რომ ის ბეთჰოვენია.
მოკლედ, სახელსა და პიარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერში! ვებერის საფორტეპიანო ნაწარმოებები დღეს თითქმის მივიწყებულია, ხოლო შუბერტის, არაფრისმაქნისი და ბეთჰოვენის სტილს ვერ გაცილებული, საფორტეპიანო მუსიკა კი კვლავ ხშირად შესრულებადია, არადა ვებერის შექმნილია "блестящий" (ქართულად უფრო ბრილიანტი ჯდება) საფორტეპიანო სტილი, რომელიც შოპენმა და მენდელსონმა განავრცეს, მისი ოთხივე სონატა გენიალური და ახლისმთქმელია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი საფორტეპიანო პიესები.
ჩემი აზრით, შოპენს სოლო საფორტეპიანო მუსიკაში ბადალი ნამდვილად არ ჰყავს, თუმცა რამოდენიმე კომპოზიტორი ცოტა ახლოს შეიძლება დაუყენო, რახმანინოვი და ლისტი ალბათ....... კიდევ არიან სხვები, მეზარება ჩამოთვლა უბრალოდ............