შოპენი!!!!!
ძალიან მიყვარს, გენიალური კომპოზიტორია!
შვიდწლედი ისე დავამთავრე მოსმენილიც კი არ ქონდა მისი არაფერი. და რა თქმა უნდა მუსიკაზე სიარული არ მიყვარდა
მერე შემთხვევიტ მოვუსმინე შოპენის მეშვიდე ვალსს (სამი წლის მერე) და პირი დამრჩა ღია

გადავწყვიტე გამეხსენებინა დაკვრა და გავიხსენე კიდეც. ნუ შოპენის საკმაოდ ბევრი ნაწარმოები გავარჩიე და კიდე გავარჩევ



მოკლედ რომ ვთქვათ შოპენმა კლასიკურ მუსიკაში დამაბრუნა(და დაკვრაც გამახსენებინა)
ნუ რაც შეეხება ნაწარმოებებს, ძალიან მიყვარს პირველი ბალადა, ვალსები, პრელუდიები, მაზურკები, ნოქტიურნები, პირველი კონცერტი და ა.შ. (რაღა დარჩა)
ყველაზე კარგ შემსრულებლად ჰოფმანი მიმაჩნია. სამწუხაროდ განებივრებულები არ ვართ მისი ჩანაწერებით. ძალიან მომწონს კორტოც, ნეუჰაუზიც, ჰოროვიციც და ბევრი სხვა.
განსაკუთრებით ის მომწონს შოპენში, რომ ძალიან კაპრიზულია სხვებისგან განსხვავებით და ბევრ ფიქრს და გამოცდილებას ითხოვს. არაა ძნელი მიხვდე როგორ უნდა დაუკრა, ვთქვათ, მოცარტის თურქული მარში(ანუ შენს თავში გესმოდეს როგორ უნდა დაიკრას), ძალიან ძნელია იგივე გააკეთო შოპენის ნაწარმოებებისათვის, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად გესმის და ვერ არჩევ რომელი ჯობია.
თუ ვინმეს რამე გინდათ მპ3, შეგიძლიათ მომწეროთ, დიდი ფოლდერი მაქვს შოპენის სხვადასხვა პიანისტების შესრულებებით