ძალიან მომწონს ხალხი რო გააქტიურდა



ცოტნე_91
ხოოოო, ეგ ნოქტიურნი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია, ვერ ვხვდები ლისტს რატო არ მოსწონდა

რუბინშტეინი ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან სტანდარტულია(არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ რომ ცუდია). მაგრამ მისგან ახალს არაფერს ელოდები.
რაც შეეხება ჰოფმანის შესრულებს, არ ვფიქრობ რომ ნელია

რუბინშტეინმა რომ დაუკრას იგივენაირად როგორც უკრავს ეგ ნაწარმოები და იმ ტემპით რა ტემპითაც ჰოფმანი უკრავს, მაშინ მართლა ნელი იქნებოდა. მაგრამ ჰოფმანს იმდენი ახალი მელოდია შემოაქვს, რომ ნელი არ მგონია. რავიცი, ჩემი აზრი ეგეთია

KOTRE
პადერევსკი მართლა გენიალური იყო

21 წლის ასაკში რომ მიჰყო ხელი პიანისტობას ეგ არ ვიცოდი

ანუ ჩვენვ გვაქვს შანსი რო რამე???

(ეს ხუმრობით)
unknown lady
მაგ პრელუდიას მეც ვუკრავ და მინდა გითხრა რომ ძალიან ძნელია. ძნელია ჩამოაყალიბო როგორ იკვრება. მეც დიდხანს ვეძებდი კარგ ვერსიას. ერთ-ერთი საუკეთესო შემიძლია აქ დავლინკო, მაგრამ რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია ეგ youtube-ზე არ დევს, და მოგვიანებით აგიტვირთავ.
მანამდე ამას მოუსმინე
http://www.youtube.com/watch?v=np1s-R65kNYდასაჩუქრებას ველი...........