არა რათქმაუნდა, ყველა ვერ აღიქვამს. იცი ესმით ლამაზი მელოდიები და თემები და ყურს ახარებენ. აი მესიჯის წაკითხვა კი ძალიან ცოტას თუ შეუძლია ჩემი აზრით. რავიცი მე ასე მგონია.
საერთოდაც შოპენისადმი სიყვარული ბიბისის გადაცემაში კრისტიან ციმერმანმა ახსნა იმით რომ მას უნიკალური კომუნიკაციის უნარი გააჩნია. გულახდილად ებაასება მსმენელს უზიარებს თავის განცდებს გრძნობებს.
ყველგან არ ვხვდებით ამას. ბევრი დიდი კომპოზიტორია რომელიც ვერ დაიკვეხნის ამგვარი კომუნიკაბელურობით.
რავიცი ამ ნაწარმოებში ლიჩნად მე ვკითხულობ ძალიან ჩემეულ მესიჯს.
მაგალითად 3:40 წუთიდან თითქოს შენი აწგარდაცვლილი ძალიან ახლობელი ადამიანი გეცხადება სიზმრად და რაღაცის ახსნასა და თქმას ცდილობს უნდა რომ დაგარიგოს გითხრას რაღაც შენ კი გესმის მხოლოდ ის რომ იგი ცდილობს თქმას და ვერაფერი გაგიგია გარდა გრძNობებისა - ვერცერთი სიტყვა. შეხვედრა სიხარულით ნაღველითა ტკივილით სავსეა, როგორც ყველაფერს ამ შეხვედრასაც დასასრული აქვს და ის ხელს ჩაიქნევს და წავა.
არ ვიცი მე ასე ვკითხულობ ამას. ეს ჩემეული ახსნაა, ყველას თავისი ინტერპრეტაცია ექნება რათქმაუნდა.
This post has been edited by pekineli on 3 Jun 2014, 16:22