უცნაურია, არასოდეს არ მიყვარდა შოპენი...
ნუ ბავშვობაში მევასებოდა მისი ვალსები, მიყვარდა, ჰოროვიცი როგორ უკრავს, ერთი-ორი ნოქტიურნი, ერთი-ორი მაზურკა, სულ ეგ არის.
არასოდეს არ მიყვარდა "ტკბილი" მუსიკა.
ყოველთვის მომწონდა "მწარე", "ცივი", ცოტა "განყენებული" - ანუ არარომანტიკული

მოკლედ, ბახი და მოცარტი

გვიანდელი კვარტეტების და "დიდი ფუგის" ბეთჰოვენიც მიყვარს...
ისე - უცნაურია, იტალიური ოპერა კი მიყვარს და ეგეც ხომ რომანტიზმია... მაგრამ ოპერაშიც ჩემთვის მთავარია ბელკანტო და ეგ არ არის ვერდი

მოკლედ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ჩემს ნაჯღაბნს, უბრალოდ ერთი დაბნეული კაცის ფიქრებია წერილობითი ფორმით
* * *
ხო, ახლა წინა პოსტები წავიკითხე და... ხოდა ახლა მართლა ხო...

აქ მგონი ვიღაც გემოვნებას მიწუნებს............
"ვაი შენს პატრონს, აბა ერთი შენი გემოვნების მაგალითები მაჩვენეო"

კაი, წავშალე (ვ სმისლე - "მარგალიტები"

). აზრი არა აქვს.
ხო, ისე,
djbachi. ჭკვიანი ბიჭი ხარ. შენი წინა პოსტები ვნახე და ...
This post has been edited by Johnnie Walker on 27 Mar 2010, 13:47