ვაიმე ჩემი, ეს იმ სერიიდან არაა, მეცხრე რო გთხოვე ადრე ???
შენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, აქაც ვიტყვი და ძებნა-ძიებაში კიდევ ცალკე შემოგკადრებ.
ადრე ერთი ათი წლის წინ გავჩითე ფირფიტა - Also Sprach Zarathustra - Staatskapelle Dresden - Herbert Blomstedt.
მსგავსი პროსტო არ მომისმენია. და მეორე გვერდზე იყო Ein Heldenleben და ახლა როგორ ვნანობ, რო მაგასაც არ მოვუსმინე. უბრალოდ, ზარატუსტრა იყო ისეთი, ვერ მოსწყდებოდი. მსგავსი შესრულება, მსგავსი სრულხმოვანება და რა ვიცი, როგორ გამოვხატო, მე არ მომისმენია. რადგან შენ გიყვარს და რადგან თბილისის ფორუმზე კარაიანის პოპულარობა მალე ანჯელინა ჯოლისას შორს გადააჭარბებს, იმიტომ კი არ გეუბნები, მაგრამ ამ შესრულებასთან, მგონი, არა თუ კარაიანი, ვფიქრობ მსოფლიოს ვერც ერთი კაპელმაისტერი ვერ მივა ახლოს. ხომ ყველას აქვს თავისი საუკეთესო შესრულებები. აქ ვიღაცამ მოსწრებულადა სთქვა კარაიანის ბოლეროზე, გერმანულად უკრავსო. ზუსტად ასეთივე ასოციაცია მქონდა მეც, ზარატუსტრას მსგავსი გერმანული და დროში სწორად გაწერილი შესრულება არც მომისმენია (კარაიანზე ლაპარაკიც არ ღირს).
გვერდით საკაიფო თემაა გახსნილი ჩვენს მუს. აღმოჩენებზე. ფიზიკაში ექსპერიმენტს - წარმატებულს და წარუმატებელს - ერთი ფასი აქვს. წინა საუკუნის მიწურული იყო, თუ არ ვცდები, 1999 წელი. იმ პერიოდში ძალიან პატივს ვცემდი ვ. მაჭავარიანს. ხოდა არ დაუკრა ზარატუსტრა ჯანოს დარბაზში ??? კაროჩე, საგზალი წავიღე და ისე წავედი. პლეხანოვზე შუქი არ იყო... ხოდა, ერთი სიტყვით, მაშინ გავიგე პირველად, როგორი არაა და როგორ არ უნდა დაუკრა ზარატუსტრა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება მუსიკაში. სუფთა პაზორი. კარლ ბიომის შუბერტის რომელიც გინდა სიმფონია სჯობდა ვატო მაჭავარიანის ამ ნაცოდვილარს. თან ჩვენი (მიქელაძის) საწყალი ორკესტრი... ერთი სიტყვით ასეთ შამპუნ თავსლაფს ნაღდად არ ველოდი. გაწელილი ფრაზები, გადასვლები და ცალკეული ნოტები, არსად ჩანდა ჰარმონია, კონტრაპუნქტი, ფუგა ხო ფუგას არ ჰგავდა, ერთი სიტყვით, მე ალბათ მაშინ მივხვდი (და არა საუკეთესო შესრულებების მოსმენისას), რას ნიშნავს, როცა მუსიკა ჟღერს, ანუ მუსიკის ჟღერა. რა გითხრათ, ხალხო, ეს იყო მუსიკის მკვლელობა... ფინალი, კიდევ, მსგავსი სიმბოლისტური, არაამქვეყნიური, თუ გნებავთ, მისტიური და მაგიურიც კი, როცა საათის, დროის, სიცოცხლის, რაღაცის დამთავრების და გადაწყვეტის ეს უძველესი, წმინდა და საიდუმლო ალეგორია დაიწყო (თუ დაკვირვებიხართ, ჩაიკოვსკისთანაც თითქმის იგივეა, პროსტო პიციკატოებით), პაროდიის კულმინაცია იყო, როცა იმ დამრტყმელ ქალს (მართლა დამრტყმელი იყო, რა...) ხელი აუცდა და რკინის ზარის მაგივრად ჩაქუჩი ხის დგარს ხია... მოკლედ, ჭკუისსასწავლებელი რამე იყო.
ერთი სიტყვით, ბლომშტედტის ზარატუსტრა თუ გაქვს, იქნებ ეგეც ატვირთო, ა ???
იშვიათად წმინდა სისხლის ნამდვილი არიელია.
This post has been edited by loza on 28 Sep 2008, 18:12
მიმაგრებული სურათი