ეხლა მასე მკაცრად თუ მივუდგები საკითხს - მაშინ ჩემთვის მუსიკა ბახით იწყება და ბახით მთავრდება

და თუ მაიძულებენ მხოლოდ 1 კომპოზიტორის ნაწარმოებები დავიტოვო - ეს ბახი იქნება... მაგრამ
ეს არ ნიშნავს რომ სხვა კარგი არაფერი არ არსებობს - - უბრალოდ ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი....
მე ეხლა თუ ყველაზე უფრო ხაჭაპური რო მიყვარს , ტორტსაც გეხალებით და ხიზილალასაც - და კიდევ ბევრ რამეს სიტუაციას გააჩნია.... გარკვეულ სიტუაციაში შონბერგსაც და პულენეკსაც მოვუსმენ (ძალიან მძიმე სიტუაცია უნდა იყოს

)..... თუმცა არჩევანზე რომ იყოს საქმე ლომის წილი ბაროკოს დაეთმობა.... დამუღამება უნდა და სწორი, ან ყველაზე მიმზიდველი ინტერპრეტაციის პოვნა (მაგალითად ჰენდელის კონჩერტო გროსოების პირველი ჩანაწერი რომელიც ვიშოვე - დიდად არ მომეწონა და შესაბამისად არც კომპოზიტორით აღვფრთოვანებულვარ - უამრავი სხვადასხვა ვარიანტის ნახვის შემდეგ (ვაღიარებ - ძირითადად სულ ინტერნეტიდან ვქაჩავდი) ვიპოვე ის რომელიც მიყვარს... კორელი შეიძლება ნაკლებად მრავალფეროვანია ვიდრე ჰენდელი ვივალდი ან ბახი - მაგრამ რაც აქვს -სრულყოფილი აქვს და ულამაზესი - სრულყოფილება და სილამაზე სირთულეს სულაც არ მოითხოვს
ისევ და ისევ - გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ერთი კარგი ფრაზა მახსენდება რეჟისორ ერიკ რომერზე - ვირაცა წერდა დაახლოებით ასე: ვისაც მისი ფილმები უნახავს, ნაწილი გიჟდება და ეთაყვანება, მეორე ნაწილი კი მის ფილმებში ვერაფერს ვერ ხედავს და დარწმუნებულია რომ მაყურებლების ის "პირველი" ნაწილი უბრალოდ მარიაჟობს და სინამდვილეში თვითონაც არ ესმის არაფერი, და რო მოკლა, მეორეებს ვერ გადაარწმუნებ რომ პირველებს მართლა ესმით და მართლა მოსწონთ რომერი.
ჰენდელი ჩემი რომერია მუსიკაში.
This post has been edited by IsakBorg on 20 Dec 2011, 10:58