მოგესალმებით სუყველას!!!!!!
ძალიან მონატრებული ვარ თქვენზე და პირველი რასაც ვაფიქსირებ იქნება, რომ მე არავიზე ნაწყენი არ ვარ და არავის გამო არ წავსულვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
პირიქით, ისეთი სასიამოვნო წუთები, რაც აქ მე ფორუმზე განმიცდია, იშვიათად განმეორებულა ჩემს პრაქტიკაში. დემოკრატიის, თავისუფლების და აზროვნების ფასი კი ის არის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია და უფლება აქვს ეს დაიცვას და იბრძოლოს ამისთვის სანამ ის ვინემს ამით არაფერს უშავებს, ავნებს.
ეხლა თანამედროვე ხელოვნებას რაც შეეხება, ბევრი ხელოვნების მოყვარული ყოფს ხელოვნებას და ძველ კლასიკურს აღიარებს და ახალს და თანამედროვეს ხელოვნებად არ თვლის... ეს იყო მუდამ ჩვენი ერის რეაქციონერული ხასიათი, რაც აბსოლიტურად ნეგატიურად მოქმედებდა ერის და საზოგადოების განვითარებაზე.
რამოდენიმე კვირის წინ მადრიდის PRADO-ს მუზეუმში ვიყავი და აღფრთოვანებული ვათვალიერებდი კლასიკოსი მხატვრების - გოია, ტიციანო, ველასკესი, ბატონი, ელგრეკო და სხვათა გენიების ნახატებს. და ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირო, რომ მაშინდელი მხატვრები ფინანსდებოდა ძირითადად თავადებიდან და ეკლესიიდან... მაგრამ საოცარი ის იყო რომ ეს მხატვრები მკაცრი სიმართლით, უშიშრად ასახავდნენ მათ და მათ ძალადობას. და ასე ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ხელოვნება. ხშირად რა თქმა უნდა ისინი ისჯებოდნენ მკაცრად ეკლესიის მხრიდან, თუ ეკლესიას მეტი გავლენა ექნებოდა საზოგადოებაზე, ვიდრე მეფეს და ა.შ.
საქართველოში მსგავსს ვინ გაბედავდა.. მსოფლიო კულტურული და სექსუალური რევოლუცია არ შეხებია ბედკრულს... სამწუხაროდ... ისე დარჩა ეს ქვეყანა გვერძე კუთხეში მიყუდებული ოროსანივით...
მართალია აკრძალული იყო პრადოში სურათის გადაღება მაგრამ ქუთაისელ წრაწიკიჩს ვინ რას ეტყოდა...

მოკლედ ერთი ორი მოვასწარი და მერე პანღუტით კინაღამ გამომაგდეს გარეთ და ლამის იყო "პოლისიას" დაუძახეს..
ამ ფოტოზე ხედავთ მლოცველ კათოლიკე მამაო თუ ბაბუაოს დაღებული აქვს ხახა და იესოს დედა მარიამი ასხამს მოღებული შიშველი მკერდიდან რძეს პაპის სასაში.. თავად იფანტაზიეთ რა მოხდებოდა ამაზე "გურჯისტანში"

ასევე მეორე ნახატი, სადაც ისევ მამაო თოთოს, თავისი მდედრის მკერდიდად რძეს აწოვებს

ეხლა რაშია საქმე... საქართველოში გუდიაშვილი, კაკაბაძე, ახვლედიანი, ამირეჯიბი, ნიჟარაძე ტრადიციულ ჩარჩოებს და შეხედულებეს ვერ გაცდნენ... შესაბამისად მხატვრობა არ განვითარდა, რადგან აზროვნება შებოჭილი და შეშინებული იყო.. (ეკლესია, ტრადიცია, პლუს გამბედაობის დეფიციტი) და ამიტომაც ვერც მსოფლიო უზარნაზარ ხელოვნების მდინარეს ვერ შეუერთდა... ნუ ერთი ფიროსმანი პრიმიტივისტი ანრი რუსოს მსგავსად შეიძლება ჩაითვალოს როგორც თვითნასწავლი მხატვარი საინტერესო იყო, თუმცა რა თქმა უნდა ამ გიგანტებს გვერდით ვერ დაუდგება... აღარაფერს ვამბობ ბუღაძის ფერწერულ "შედევრებზე" ელგრეკოსავით უზარმაზერ ტილოებს რომ ხატავს და ლამის საქართველოში საპირფარეშოები არ დატოვა მოუხატავად... და თავს ტიციანს ადარებს... ლოოოოოოოოოოოლ

აქ ხედავთ ლეგენდარულ გოიას ნახატს თუ როგორ მიირთმევს სატურნი (ზევსის მამა) თავის შვილს სადილად...

ხო.. "დალშე" ყველაზე დდი უბედურება კიდევ ის არის რომ ჩვენ სანეტარო პოლიტიკოსებს არ ყოფნით არც განათლება, არც უნარი და არც სიყვარული ხელოვნების მიმართ..
ქართულ მუზეუმებში არ შეიხედება, რადგან ერთი ღირებული ნახატი არ დევს.. მოკლედ ამ უგემოვნებო შადრებნებს, ნუთუ არ ჯობდა რომ სახელმწიფოს ეზრუნა ერისთვის რამოდენიმე ღირებული ორიგინალი, შეეძინა და მუზეუმებში დაედო.. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ არსებოობს პიკასოს ნახატები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში 100 000 არ ცდება.. ეხლა თქვენ მეტყვით რომ ხალხს პურის ფული არ აქვსო და ასე შემდეგ.. თუმცა მე გიპასუხებთ რომ ერისთვის ისევე აუცილებელია სულიერი საზრდო როგორც ფიზიკური.. უცებ მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილს მოგიყვანთ რომალმაც გაჭირვებაში სული დალია და თითი არ დაადო ერის სიმდიდრეს...
ვუბრუნდები ისევ ხელოვნებას... ერთი საინეტრესო ფაქტი დავაფიქსირე მუზეუმში... მოკლედ ხელოვნება ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული.. ერთი იწვევდა და ისპირაციას უწევდა მეორეს.. ძველი ბადებდა ახალს ხელოვნებაში,, და როგორც ასეთი ამოვარდნილი და ციდან ჩამოფრენილი არ არსებობს... საიდანღაც ან ვინმესგან არის ხელოვანი მუდამ ინსპირირებული...
მაგალითისთვის გოიას ნახატი, - ინსპირაცია და დასაბამი მიროს კარიერისა:
გოია


მირო "dog"

ასე რომ მიმაჩნია სიბრიყვეა გალანძღო თანამედროვე ხელოვნება, რადგან ის მხოლოდ ძველის კლასიკურის განშტოებაა.
საქართველოს მითუმეტეს რომ ინფორმაციას ინტერნეტით ასე თუ ისე ღებულობს, მაინც ჩარჩენილია ბნელ და ღარიბულ წარსულში. ყველაფერი მისი წარმატება, აღიარება დარჩა წარსულში. აწმყოში ღირებული ჯერჯერობით ძნელად იქმნება.. ამას ემატება ეკონომიური კრიზისი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხელოვნების დოტაციასთად და მის დაფინანსებასთან. საუბედუროდ საქართველოში არ არის ერთი მოაზროვნე და მდიდარი ადამიანი რომელიც დააფინანსებს ხელოვნებას და არა კიჩს და უგემოვნებო გახუნებულ ვადაგასულ უცხოელ ვარსკვლავებს, რომელიც თავის სამშობლოშიც კი აღარ ახსოვთ...
რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, რომლის გემოვნება და პიარ "შემოქმედება" წურწუმიასა, რუსლანას, და სეფაშვილს ვერ გაცდა, ამ უაზრო გაფლანგულ ფულს და ენერგიას, ჯობდა ახალგაზრდები დაეფინანსებინა. ძლიერი ახალგაზრდობა (ამ შემთხვევაში ხელოვანები) ერტერთი მთავარი ძრავაა ქვეყნის განვითარებისთვის... მითუმეტეს როცა სახელმწიფოს არანაირი ღირებული წიაღისეული არ გააჩნია და არანაირ ღირებულ პროდუქციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მსოფლიო ბაზრისთვის არ აწარმოებს...
თუმცა ამას რომ მიხვდე პატრიოტი უნდა იყო და შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს...

დღესდღეობით ძალიან ძლიერდება ჩინელი ხელოვანები და მსოფლიო ბაზარს იღებენ, რა საკვირველია ეს გამოწვეულია ჩინეთის გაძლიერებით. მსოფლიო კურატორებმა მიატოვეს ევროპა და ყურადღება გადატანილია აზიაზე... ასე რომ ამ წერილს თუ ვინმე ხელოვანი კითხულობს ვარწმუნებ, რომ არასდროს ისე არ ქონია მას შანსი თავის გამოჩენისა როგორც ეს დღეს აქვს...
ქართველი ხელოვანი, ჟღერს უზომოდ ეგზოტიკურად!!! რა თქმა უნდა განათლება და გემოვნების ქონა საჭიროა და მაგისთვის არსებობს საბედნიეროდ ინტერნეტი... მოკლედ დროზე თორემ ჩამყაყდა და აქოთდა ეკლესიის სუნით ქვეყანა.
ეხლა რატომ ეკლესია...
მოკლედ...
ირანში იყო შახი, რომელიც ამერიკამ თავიდან ბოლომდე ულტრათანამედროვე საომარი ტექნიკით აღჭურვა, რათა თავისი ძალა და წინააღმდეგობა გაეწია მაშინდელი კომუნისტური რუსეთისთვის...
ეს შახი აღმოჩნდა ისეთი დიქტატორი, ტირანი და იმ დონეზე გაამწარა თავისი ხალხი, რომ საზოგადოება აუჯანყდა და დახმარება თხოვა "სულიერ მამას" აეთოლა ხომეინს.. რომელის დახმარებითაც გამოვიდა ხალხი ქუჩაში და წინ დაუდგა შახის უძლიერეს არმიას... (ალბათ ცნობთ სცენარს..)
მოკლედ შაჰის არმიამ უამრავი დემოსტრანტი დახოცა და ბოლოს რომ დაინახა რომ ხალხი მაინც არ ნებდებოდა, უკან დაიხია.. შაჰმა დატოვა ირანი და მთელი ეს თანამედროვე ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა და რაც მთავარი და საშინელია ძალაუფლება და ზეგავლენა საზოგადოებაზე ჩაუვარდა ხელში პათოლოგ და არანაკლებ რადიკალ "სულიერ მამას" ჰომეინს...
მერე ამერიკამ მიუქსია ირანს მეორე დიქტატორი ჰუსეინი, რომელიც დამარცხდა მასთან და ა.შ. და ამიტომაცაა ირანს ასე გაგიჟებით რომ "უყვარს" ამერიკა..
მოკლედ ერთი უბედურებდან ქვეყანა ჩავარდა მეორეში...
ირანში ხელოვებაზე საუბარი კარგად იცით გამორიცხულია და ჩემნაირ პოსტებზე ალბათ თვალებს დამთხრიდნენ მეც და ბევრს ამ ფორუმზე..
სამწუხაროდ საქართველოში როგორც ვატყობ მძიმედაა სიტუაცია... დაახლოებით იგივე სცენარი თამაშდება... ხალხს ეზიზღება ხელისუფლება, რომელიც რაღაც ჯადოსნობით პოზიციებს მაინც ინარჩუნებს და ამის გამო საზოგადოება ცდილობს რელიგიაში იპოვოს თავშესაფარი...
ამის ესკალაცია გამოიწვევს "დიზასტას"... კატასტროფას... ისედაც მსოფლიო კულტურას ჩამორჩენილი, თუმცა ლაღი და კეთილსინდისიერი ერი ერთხელ და სამუდამოდ იქცევა რეაქციონერულ, რელიგიურ ბნელ "ქვეყანად".
ეკლესიის ბოლო დროს ასეთი გააქტიურება და მისი შავი ჰამერის ჯიპები ამის მომასწავებელია.
ვიმედოვნებ რომ საქართველო ამ მსოფლიო გლობალურ თამაშში არ დამარცხდება და საკუთარი ხელით არ გამოიჭრის ყელს!
მთავარია მოიშოროთ ეგ ერთი ავადმყოფობა, ისე რომ მეორე არ აიკიდოთ..

ამდენ ბოდიალში სულ გამომჩა რომ თემა თანამედროვე კლასიკურ მუსიკას ეხება...

მიმაჩნია რომ თან.კლას. მუსიკა დამსახურებული ნაშიერია ძველი კლასიკოსი გენიოსებისა...
მეთი თავისუფლება, მეტი აზროვნება, მეტი ცოდნა, მეტი ინტელექტი!!! რაც ადრე არ არსებობდა..
ადრე საკმარისი იყო "ნიჭი", და მერე მამა ჩაკეტავდა თავის "თოთო ბავშვს" ოთახში და შვიდი წლის ასაკში და მათრახის ქვეშ ოპერა უნდა დაეწერა... რომ ოჯახი ერჩინა, რადგან მამა უკვე ბებერი იყო და პლუს მაშინ ადამიანის სიცოცხლისხანგრძლივობა დღევანდელზე ბევრად მოკლე იყო ...
ნაადრევად დაბერებული ბავშვი... მიმიხვდით ალბათ ვიზეც მაქვს საუბარი...

ის ინტელექტი რაც მეოცე ბოლოს ადამიანს გააჩნია, აათმაგებს მის შემოქმედების ძალას, გემოვნებას და ა.შ. ...
ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გვერდს მოგაწვდით.
www.ted.com
აქ საშუალება ეძლევა ყველა მსოფლიო მნიშვნელოვან ფიგურას (მეცნიერი, ხელოვანი, ა.შ.) თავისი ახალი აღმოჩენა წარადგინოს.
ვისაც ცოტა ინგლსურო ესმის, ბედნიერს გახდის თავს ერთი საათი რომ დღეში დაუთმოს.
პრადო.. აურაცხელი ხალხი გოიას რიგში

ისევ პრადო

ველასკესის ინფანტას რომ გადავუღე ჩუმათ ფოტო ატყდა ვაი უშველებელი და წივილ კივილი მუზეუმში... მე კი ვუთხარი, წრაწიკიჩი ვართქვა, მარა ვინ მოგისმინა.. სულ თმებით მათრიეს..

ბოლოს... არავის ვედებატები.. მხოლოდ ჩემ აზრს გამოვთქვამ... არ დამიწყოთ კამათი და უბედურება და არ ჩამითრიოთ ისევ ფორუმში.. ისედაც ძლივს ვითმენ უთქვენობას

ცოტა დიდი მოთხრობა და ლაყბობა კი გამომივიდა, მაგრამ არაა აუცილებელი წაიკითხოთ...
ისევ და ისევ ვაფიქსირებ, რომ ფორუმზე ვეღარ ვარ რადგან საქმე მომაწვა.. და ესეც ერთადერთი პოსტია რომელშიც მთელ გულს ვდებ და დიდი სიამოვნებით გეფერებით ყველას, ვინც მეთანხმება და არ მეთანხმება...
მენატებით და იმედია არ გამიბრაზდებით მკაცტ პოსტზე.
დიდი პატივისცემით თქვენს, ყველას მიმართ,
ვამაყობ რომ გაგიცანით
წრაწიკიჩი
პიესი
IMHO!!! - ლიგეტი არის კლასიკური მუსიკის მწვერვალი, რომელიც პოტენციალურად ლახავს მუსიკის საზღვრებს და მეცნიერებას უახლოვდება. მის შემოქმედებაში ვწმუნდები რომ მეცნიერება და ხელოვნება ერთიანდება ...
ვისაც გაუჭირდება მოსმენა ერთი ორჯერ დააძალოს თავის თავს და მერე გაუგებს გემოს... მარტივი მოსასმენი აბა წურწუმიაა
აქ კი პირიქით... იხილავთ რომ კინეტიკა, მექანიკა, ინჟინერია ხელოვნებად აქცია Theo Jansen-მა
http://youtube.com/watch?v=Y2KkGFuRLew&feature=relatedhttp://youtube.com/watch?v=a7Ny5BYc-Fs&feature=relatedაქ თეოს გამოსვლა ტედში:
http://www.ted.com/index.php/talks/view/id/162თეოს მოსიარულე მონსტრი

ბარემ ლიგეტიც
http://www.sendspace.com/file/j2mekhhttp://www.sendspace.com/file/d1h40whttp://www.sendspace.com/file/zdltbphttp://www.sendspace.com/file/b8vc13http://www.sendspace.com/file/l51fjmhttp://www.sendspace.com/file/hh9r96http://www.sendspace.com/file/6xlh9dhttp://www.sendspace.com/file/jmgxsvhttp://www.sendspace.com/file/2opdb2http://www.sendspace.com/file/fgchxahttp://www.sendspace.com/file/aas3vzhttp://www.sendspace.com/file/uzynewhttp://www.sendspace.com/file/msi3jlhttp://www.sendspace.com/file/7rvsuzhttp://www.sendspace.com/file/jlsh3x This post has been edited by წრაწიკიჩი on 22 May 2008, 07:02