თამარ ბერაიას კონცერტზე ვიყავი ამასწინათ კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ფრიად მოხიბლული დავრჩი!
მაშ ასე, რა შეასრულა -
პირველი განყოფილება:
ბახი, 5 ქორალური პრელუდია (ნუ, ეს ნაკლებად საინტერესოდ მომეჩვენა, უფრო ერთგვარ მოთელვას გავდა, კონცერტის შემდეგი ნომრებისთვსი მომზადებას)
ბეთჰოვენი, 32-ე სონატა (აფიშაზე რატომღაც "ბეთ-ხ-ოვენი" ეწერა

) აი, ამ სონატის მეორე ნაწილს ისე უკრავდა, რომ მოსმენა ერთი სიამოვნება იყო - ლამის ფიზიკურ დონეზე. ძალიან ძალიან ძალიან დახვეწილი და საინტერესო შესრულება იყო. სასწაული პიანოებით... ისეთი ბგერა ჰქონდა, მეგონა გაგიჟებული ბეთჰოვენი მელაპარაკებოდა პირადად

მეორე ნაწილი:
დებიუსის სამი ეტიუდი (იქიდან გამომდინარე, რომ დებიუსი საერთოდ არ მიყვარს და ეს აშკარად ჩემი პრობლემაა

ვერ ვიტყვი, რამდენად კარგი იყო)
შუმანის "კარნავალი" - აი, ეს იყო დღესასწაული!!! იშვიათად მქონია განცდა საფორტეპიანო კონცერტებზე ჩვენთან, როდესაც სრულიად გავიწყდება სად ზიხარ, რას აკეთებ, არაფერი არ გაღიზიანებს გარემოში, არც ვიღაც უზრდელი მაყურებლის ჩურჩული შენს უკან ან გევრდით და მთლიანად მუსიკაში ხარ ჩაფლული. ბერაიას შუმანი ნამდვილად ასეთი იყო. ვუსმენდი და ვკაიფობდი! აი, ყოჩაღ, თამარა!!!!
ბისზე მესიენი დაუკრა, "ოცი მზერიდან". მე ვიტყოდი, ძალიან კარგად, თუმცა, შუმანის მერე მესიენი ბისზე ცოტა წამგებიანი გამოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კარგი იყო.
მოკლედ, ამიერიდან, როცა თამარ ბერაიას დავინახავ აფიშაზე, აუცილებლად ვეცდები, კონცერტი არ გავმაზო.
დიდი რესპექტები მას ჩემგან
This post has been edited by Contralto on 3 Apr 2009, 15:34
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.