დასაწყისი აშკარად მეორე პრელუდიიდან არის აღებული. ტიპმა, ისიც თუ არ იცის, რომ ბახი არ არის და სხვა რამეს უკრავს, საერთოდ რომელ შესრულებაზეა საუბარი?
ზოგადად, ასეთ პრიმიტიულ "ნაწარმოებს" როდესაც ასრულებს "პიანისტი" ამ დროს მის შესრულებაზე სერიოზული შეფასება ზედმეტი მგონია.
როგორც წესი, არც მათ აქვთ რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები. არაპროფესიონალი, საშუალოზე დაბალი სმენის და გემოვნების (მუსიკალური) მქონე ადამიანებს აკმაყოფილებს რაც მთავარია. ასეთ შესრულებაზე არც უნდა დავხურდავდეთ. ჩვენი პრეროგატივა არ უნდა იყოს მსგავსი მუსიკალური რგოლების შეფასება/კრიტიკა.
* * *
სავსეა იუთუბი მსგავსი ვიდეორგოლებით. აწერია მაგალითად შოპენი და სრულიად სხვა კომპოზიტორის მუსიკაა. თან აუცილებელი არაა შოპენის მთელ შემოქმედებას იცნობდე, რომ მიხვდე არის თუ არა შოპენი მართლა, ჩართავ და ხვდები ვიღაც თანამედროვე ჭყპყ "კომპოზიტორის" "შემოქმედებაა".
არაპროფესიონალი და კლასიკის არა მსმენელი "იასნია" მარტივად გაბრიყვდება და დაიჯერებს რო შოპენია. მერე კიდე მოუსმენს მსგავს ვიდეოს და ისიც მოეწონება. საბოლოოდ დაასკვნის რო შოპენი მოსწონს და მომენტალურად ამაღლდა შოპენის მუსიკის დონემდე
* * *
......................................................................