ალბათ ყველას მოგისმენიათ ხოაკინ როდრიგოს ''არანხუანის კონცერტი'', რომელიც კომპოზიტორმა 1939 წელს დაწერა პარიზში,
ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის წინა განწყობილებას, დაემატა კომპოსზიტორის პირადი ტრაგედიები (ის 3 წლის იყო რომ დაბრმავდა, ცოლის პირველი ფეხმძიმობა უიღბლო აღმოჩნდა, მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო) რაც შესაბამისად აისახა ნაწარმოებში. ამბობენ, რომ თავდაპირველად კომპოზიტორს სურდა გიტარისტად ანდრეს სეგობია მოეწვია, მაგრამ ის იმ დროს სამხრეთ ამერიკაში იყო და უკვე დაწყებული მეორე მსოფლიო ომის გამო მისი ესპანეთში ჩამოსვლა პრობლემური გახდა. კომპოზიტორს პრემიერის დიდი ხნით გადადებაც არ უნდოდა, რის გამოც 1940 წელს ბარსელონაში შემდგარ
პრემიერაზე გიტარისტი იყო არა სეგობია, არამედ დე ლა მაზა.
ეტყობა ანდრეს სეგობია განაწყენდა და მას თავისი ხნგრძლივი კარიერის მანძილზე არასდროს შეუსრულებია არანხუანის კონცერტი, რაც ნამდვილად დასანანია, თუმც როდრიგოს სხვა ნაწარმოებებს არაერთგზის ასრულებდა.
მათთვის ვისაც არ მოუსმენია ეს კონცერტი აქ არის ლინკი, სადაც გიტარისტია პაკო დე ლუსია.
https://www.youtube.com/watch?v=hxbDLnaAvAEაქ, ბოლოს კადრებში გამოჩნდება მოხუცი მაესტრო ხოაკინ როდრიგო, როგორც ამბობენ, მაესტროს ამ კონცერტის შემდეგ განუცხადებია, რომ ეს იყო არანხუანის კონცერტის საუკეთესო შესრულება,
არ მსურს მაესტროს შევედავო, მაგრამ პირდად ჩეთვის არანაკლებ შთამბეჭდავია ნარციზო იეპეს შესრულება, თავისი ათსიმიანი გიტარით:
https://www.youtube.com/watch?v=eIWUFpgatJw (პირველი ნაწილი)
https://www.youtube.com/watch?v=RxwceLlaODM (მეორე ნაწილი, ადაჯიო)
https://www.youtube.com/watch?v=OwBrv20CZDA (მესამე ნაწილი)
წინა გვერდების გადათვალიების მერე მეუცნაურა, რომ იეპე არ იყო ნახსენები, არადა ის მგონი ერთადერთი დიდი გიტარისტია ვინც არ იყო სეგობიას მოსწავლე, მას ფანტასტიკური ღვაწლი აქვს ბაროკოს სტილის კლასიკური გიტარის ტექსტების შესწავლასა და პოპულარიზაციაში.
This post has been edited by THH on 28 Aug 2013, 13:24