გუშინ სადღაც ამოვიკითხე რაჭაში ძველისძველი ტრადიცია "დაწინდვა" თუ გაგიგიათ ვინმეს ?
მოკლეთ დავწერ მგონი საინტერესო უნდა იყოს
აკვანშივე "დაწინდვა" ანუ დანიშვნა
სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა და მეორეს - ვაჟი და თუ ორივე ოჯახი ერთმანეთთან მეგობრულ განწყობილებაში იყო, ამ შემთხვევაში მათი დედაკაცები მოლოგინების ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ წყაროზე ერთმანეთს და ქალის დედა ასეთი სალმით მიმართავდა: "დიდება მოწყალე ღმერთს, მშვიდობით გადარჩი და ვაჟი ქე გაგიზარდოს ღმერთმა, გამეხარდა შენი ვაჟი და მორჩენა, ისე მე გავიხარე ჩემი ქალიშვილის ლხენით".
"მადლობელი ვარ, გენაცვალე, გაიხარე შენი ქალიშვილის კაი ყოფნით. მადლობა უფალს შენც მშვიდობით გადარჩი და მეორეზე ბიჭუნა გექნას გასაზრდელი. ბიჭუნა ქე გამეზრდება შენთვინ ამ გზობიათ, მადლობა უფალს! ღვთის ნაბოძარი ყველა შვილია - ვაჟიცა და ქალიც"
"იკურთხოს ღვთის სახელი! ღირსი არა ვარ მის წყალობის, ასეთი ლამაზი ბოშუკა შემეძინა, რომ ვაჟზე ნაკლებად არ მიმაჩნია. მაინც ქვე მიყვარხარ ჩემო და თუ ნებაც იქნება , მოდი ქვე დავმძახლდეთ."
" ბატონი ბრძანდები, ავი ნუ მოგცეს, მე შენ მძახლად ვერ დაგიწუნებ, ღმერთმა ბედნიერ დღესა და მთვარეზე ინებოს ჩვენი შვილების შეთვისება". და ამის შემდეგ ხელს აძლევდნენ ერთმანეთს, პირობის დადებას ჩქარა ნიშნობაც მოჰყვებოდა ხოლმე და ამ დღეს ქალიანთა ძღვნით მოდიოდნენ ვაჟის დედ-მამა. სადედამთილოს მოჰქონდა ნიშნის შემდეგი ნივთები: თვალედი ბეჭედი, ვერცხლის ღილი და თავშალი "ბურსეულად" წოდებული . ამ სამკაულებს სადედამთილო თავისი სარძლოს აკვანზე ჩამოჰკიდებდა და მძახლებიც ერთმანეთს ასე ულოცავდნენ: "ჩემო მძახალო, ჩემი და შენი გამონარჩევი ბადნიერად ინებოს ღმერთმანო".
ამას მოჰყვებოდა სადილი და სმაში ღმერთს შესთხოვდნენ პატარა დანიშნულების ბედნიერებას. ამ "ხელდების" შემდეგ პირობის დარღვევა შეუძლებელი იყო, რომელსაც შედეგად მოჰყვებოდა ხოლმე დაუსრულებელი შფოთი,მ შურისძიება და სისხლისღვრა. თუ აკვანში დანიშნული დაასაკებამდე მოკვდებოდა, სანიშნოდ მოტანილი ნივთების დაბრუნება ვაჟის ოჯახზე იყო დამოკიდებული, მაგრამ როდესაც აკვანში დანიშნულები თავიანთ ასაკს მიაღწევდნენ, ვაჟი 15წლის და ქალი 13-14წლისა გახდებოდა, მაშინ მშობლები შეუდგებოდნენ მათი დაქორწინების სამზადისს. სასიძო ვალდებული იყო თავისი საცოლეს მშობლებისათვის "საძუძური" მიერთმია, რომლის რაოდენობა დამოკიდებული იყო ვაჟის შეძლებაზე და საცოლის ღირსებაზე. ამ "საძუძურით" დედა თავის ქალს უმზადებდა ლოგინს და სხვა საჭირო ნივთებს.
* * *
kedeba

))
საიდან და სოფ. ღვარდია