უფ ძლივს არ ჩავაგდე ეს სურათი. ზუსტად ზნაკვის თავზეა ეგ სურათები გადაღებული.
მე გავაცოცხლე შენი თემა მე, ისევ და ისევ მე, თან ახალი სურათებით. ეგ ფოტოები 2 დღის წინ გადავიღე და ძაან მაგარი ვისიამოვნე რაჭით, ოღონდ არ გასკდეთ ახლა შურით

სხვათა შორის აქ თემის ავტორმა ერთ გვერდზე რაღაც ისტორია მოყვა და მის საპირისპიროს მოგიყვებით, მაგრამ არა მხატვრულად

მოკლედ მე ქუთაისიდან წავედი რაჭაში და მამაჩემმა აქედანვე დაგაჯენ საჭესთან რომ გავიგო როგორ დაგყავს და თუ გამოცდას გაუძელი მე დავლევ და შენ დაგაჯენო

მეც ჩავაბარე გამოცდა ტერჯოლამდე მშვენივრად ვიარე და იქიდან მე წამოვიყვანე მანქანა. დავაკონკრეტებ - რიცეულიდან დავჯექი და ნიკორწმინდას რომ გავცდით მანქანა გაფუჭდა და გადგა ჯორივით, ზვრა ვერ ვუყავით. შევედით ერთ-ერთ ეზოში და მოხუც ქალშ ვთხოვე, ბებო თქვენს ეზოში თუ დაგვაყენებინებ მანქანასთქო და ქალი უპრობლემოდ დაგვთანხმდა და მისმა შვილმა პირობაც კი მოგვცა, რომ თქვენს მანქანას არაფერი მოუვა, საიმედო ხელშიაო

ასე რომ კიდევ ცხოვრობენ კეთილი ხალხი. ჩვენ კიდე ერტმა ოჯახმა წამოგვიყვანა მარშრუტით, რომელიც დაიქირავეს და ჩვენც გადაგვარჩინეს გზაზე გამის თევას
* * *
---------------------------------------
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)