მე არ ვარ რაჭველი,მაგრამ 3 წელია დავდივარ ჩემ დაქალთან შოვამდე როა სოფელი გლოლა იცით ვინმემ?შოვზეა მიბმული,ხალხო იცით ეს რა არის?შეყვარებული ვარ იქაურობაზე,ჯერ წყალი,ეს ხომ რასაც ქვია ფენომენია,რამდენნაირი მჟავე წყალი და რას გინდა რომ არ კურნავდეს,ერთხელ ვითვლიდით და აუ ძაან ბევრი დავითვალეთ,ზუსტად არ მახსოვს ციფრი,თან ამ ჩემს მეგობარს სახლი აქვს ზედ გორაზე,ღამე რომ ვწვებოდით მდინარის საშინელი გუგუნის ხმა არ გვაძინებდა,მაგარმ ეს ისეთი სასიამოვნო იყო,რომ რა გითხრათ,მდინარეს ჭანჭახი ქვია,რიონის შენაკადია და საკმაოდ ძლიერი და სწრაფი მდინარეა,მერე ვარსკვლავები?ცა იყო მოჭედილი ამ სიტყვის სრული გაგაებით,დილით გამოხვალ და სულ დანისლული ირგვლივ ყველაფერი,არაფერი არ ჩანს,მარტო ერთი სამწვერა მთა,ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია შოვის გზაზე იმიხვდება რასაც ვგულისხმობ,მე2 მხარე კიდევ ერთი მტა,რომელზეც ძალიან ბევრი ლეგენდა დადის,ზოგის თანახმად ვაჟა-ფშაველაა,ზოგის კი შოთა რუსთაველი,უამრავი ცივი მდინარეები,ტყეები,შხელის სალოცავი,ქოქვაბი,რომლეიც თურმე ნამდვილად კურნავს ბოტკინს.
მოლისას მთა,ეს ხალხო რა ვნახე,დილით ადრე გავედით ძალიან ბევრი ვიარეთ,ზალიან და როგორც იქნა მივედი,თან ხო იცით რაჭის მთა-გოირიანობის ამბავი,მითუმეტეს შოვისკენ,იქ ხომ საერთოდ არაა სწორი ადგილები და ხალხი გორაკებზე ამუშავებს მიწას,ასეც ხუმრობენ სიმინდს რაგატკით ვთესავთო

ავედით ხალხი თივას ეზიდებოდა,თან რა საოცრად თბილები არიან,საჯიხვეები ვნახე შორიდან სამწუხაროდ,ბურჭულად მყინვარი გეცოდინებათ ალბათ,ისიც ვნახე

უმაგრესიააა,მაქ სურატები,უბრალოდ დასკანერება უნდა
* * *
Aristokratდა კულმინაცია---------------
ვისაც კი რამე გაუგია შოვზე და ყოფილა იქ,ყველამ იცის "კატის წვერა"
პირველად რომ ცავედი ბევრს მიყვებოდნენმ ასზე და რა თქმა ნდა ძალიან მაინტერესებდა,მაგრამ მაინცდამიანც დიდი იმედი არ მქონდა ჩემი ფიზიკური მომზადების.მაგრამ მაინც გავრისკე
საღამო იყო ბირჟაზე ვისხედით(ეს კიდევ ცალკე უზარმაზარი ფენომენი)გადაწყდა მივდივართ,ყველანი დავიშალეთ ბარგის ჩასალაგებლად,ღAმე 3 საათზე გავედით,გაგვაფრთხილეს ჩაიცვით რაც შეიძლება თბიალდ,მეც ყველაფერი ზედ მქონდა რაც აქედან წავიღე,ე.ი. სადღაც 7-8ის ნახევრამდე შეუჩერებლად ავიარეთ უზარმაზარი მთა ტყით დაფარული,აღმართია ისეთი რო ვერ გეტყვით,8სთვის ავედით უკვე შესვენების პუნქტამდე,რომელსაც სახარო ქვია,ჯერ კიდევ ბნელოდა,აი ისე რიჟრაჟს რო იწყებს,ხალხო ეს იცით რა იყო,სწორედ მაშინ მოგინდებოდათ გეთქვათ "შეჩერდი წამო მშვენიერი ხარ"

ცეცხლი,ცოტა საჭმელი მოსაღონიერებლად და გზა განვაგრძეთ.სახაროდან ტყე აღარ გვხვდება,სულ,სულ ალპური მდელოები,აჭყვა ვისაც გაგიგიათ,მისი ბუჩქები,უამრავი,ბალახი ჩვეულებრივი ადამიანის სიმაღლის,ერთმანეთს ბალახებში ვეძებდით
მერე ყვავილები?
მე იქიდან თაიგულები ჩამოვიტანე????????????
არც ერთ ჰოლანდიური ყვავილების მარაზიას Aრ შეუძLია მსგავსი ყვავილების შემოთავაზება,სასწაული თუ გაინტერესებთ ადით!
მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული ჯერ წინ არის

ავდივარ,მაგრამ ვხვდები რომ ამ აღმართს ბოლო არ უჩანს,ძალა 0ის მაჩვენებლის საიხლოვეს,დაღლილობა ისეთი,რომ ტირილი და ღრიალი გინდება,ისეთი რომ საკუთარი გაჩენის დღეს წყევლი,იქ წასვლა რომ გადაწყვიტე(არადა ხომ გაფრთხლილებდნენ ზალიან დაიღლები)
მერე მატყუებდნენ აი ამ გორას გადავივლით და მივედით,მერე აღმოჩნდებოდა რომ იმ გორის იქით კიდევ 1 გორა დაიმის იქით კიდევ 4,მოკლედ გზა + უსასრულობამდე

აღმართს დაღმართი,იმ დაღმართს აღმართი და ა.შ...
მაგრამ ირგვლივ საოცარი სიწყნარე და სრულქმნილი სამოთხე,მშვენიერება და სიწმინდე
ბოლოს უკვე დაიფიცეს რომ ამ კლდოვან გორას გადავივლით
და მივედით,უკვე აღარაფრის აღარ მჯერა.მე აქ დავჯდები და რო გამოივლით უკანა გზაზე სახლში ერთად წავალთ,მერე მე2 მხრიდან -სენ გოგო ხო არ გაგიჟდი ამდენი გივლია და მთავარი არ უნდა ნახო?
ჯანდაბას თავს ძალას ვატან და ვდგები და იქ ასეთი მარტო მე არ ვიყავი,ყველა თითქმის

ავედი და რას ვხედავ........................
This post has been edited by bato-bato on 18 Feb 2007, 00:06