#5177047 · 28 Mar 2007, 11:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Amo_bak
| QUOTE | | საკმაოდ მიმზიდველი იდეაა, იმედია ეს ოცნება განხორციელდება და მეც იქ ვიქნები |
მე ვფიქრობ დაახლოებით 2010-12 წლისათვის იდეის "კრისტალიზაცია" დაიწყება და ხველაფერი მოხდება ისე როგორც მე წარმომიდგენია... ELECTRA
| QUOTE | | ნამდვილად არაFერია წარმოუდგენელი და ძნელი მაგაში.. თუ საქართველო განვითარდა.. სპონტანურად მოხდება.. |
საქართველოს განვითარების და ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ზუსტად ასეთი იდეების განხორციელებაა... mainc
| QUOTE | | და რა უბრალო ხალხი ვართ ეს რაჭველები....... |
მიუხედავად იმასა რომ რაჭა ჩემთვის ყველაფერია იგივეს რაჭველებზე ვერ ვიტყვი... ისე მთელი ცხოვრება მეგონა რომ რაჭველები მართლა ყველასაგან განსხვავებულები იყვნენ და გამოვარჩევდი მათ, თუმცა ისეთი ისტორიები გადამხვდა რაჭაში რომ საბოლოოდ დავრწმუნდი ზნდაცემული ყოფა სამწუხაროდ ყველგან ერთნაირადაა გაბატონებული... თუმცა ზოგადად რაჭველები მეგრელებთან შედარებით მართლა ფრთიანი ანგელოზები არიან... მაგრამ ნამდვილ ანგელოზებთან შედარებით რაჭველებიც (დანარჩენს მიხვდი თავად) UDABNO
| QUOTE | | chemis azrit racha imitom aris kargi da ese gvikvars,rom cotaxnit chavdivart |
შეიძლება მართალიც იყო... ანუ დიდი ხნით იქ გაჩერებამ დაკარგოს ის ხიბლი რაც ახლა აქვს... LASHA__
| QUOTE | ნიკა. რაც შენ დაწერე არ იქნება კარგი. |
ვერ ვხვდები რატომ...
| QUOTE | | რადგან რაჭა დიდი ქალაქი არ უნდა გახდეს, იმიტომ რომ თავის ხიბლს და ეშხს დაკარგავს |
მე არ ვამბობ რომ მთელი რაჭა ქალაქებით უნდა გადაივსოს, უბრალოდ ვამბობ რომ 20 000 კაციანი პატარა ლამაზი ქალაქი სადმე რაჭის მთებში ამ კუთხეს დაამშვენებდა... (და ამ ქალაქში კორპუსები რო არ წარმომიდგენია და თბილისივით გაბერილი და უშნო, თუნდაც მოსახლეობის მხრივ იმედია ხვდებით...) asiko
| QUOTE | | მაინც რამდენ ადამიანს აქვს ასეთი სურვილი და რამდენია იქ ნამყოფი ზამთარში? |
მე ვფიქრობ რამდენიმე ათასი კაცი ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებოდა და წამოვიდოდა საცხოვრებლად ხანგრძლივი დროით... არც ისე ცოტაა ვისთვისაც მთა, ბუნება, მისტიკა და ზოგად საკაცობრიო ღირებულებები და ა. შ. ნიშნავდეს ცოტას და ამ ყველაფერთან ერთგვარი ზიარება კი ზუსტად ისეთ ადგილებშია შესაძლებელი როგორიცაა რაჭა.
|