bato-batoწავიკიტხე და სურათებიც დავათვალიერე, ემოციურ შოკში ვიყავი და ვარ

, მართლა ულამაზესია, ჩვენ წინა ღამის ჩამოსულები ვიყავით რაჭაში დაღლილ დაქანცულები, რომ აგვყარეს დილის 5 საათზე და წაგვიყვანეს უძირო ტბაზე, გვეგონა დიდი-დიდი 2 სთ-ში ავიდოდით, ჩვენი გამყოლი მემგონი მთიდან-მთაზე ხტებოდა

და ჩვენც გვაიძულებდა იგივე გაგვემეორებინა, თან რაც მაგარია სულ მდედრობითი სქესის ხალხი ვიყავით და ბავშვები

მე რა მიშავს ჩვენს ჯგუფში ორი ქუსლიანებით და "გრძელი საყურეებით იყო წამოსული":) ეს უძირო ტბა რაღაც უზარმაზარი გვეგონა შორიდან რომ დავინახეთ ბევრი უკან გაბრუნებას აპირებდა

იმდენი თოვლი იყო ზოგი ზევიდან ჩამოსრიალდა ტბამდე

თავიდან ყველაფერზე პატარა ფოთოლზეც კი ვიძახდით "აუ რა ლამაზია" , ისე დავიღალეთ და დაგვაღამდა ტურბაზამდე მაინც იგივეს ვლუღლუღებდით, დასკვნა იყო მაგარი ტურბაზის დირექტორმა მთელი დამსვენებლები ზოგი ნებით, ზოგიც ძალით გამოამწკრივა გარეთ ჩვენს დასახვედრად, ზოგს დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო ეკავა, ზოგი საქართველოს ჰიმნს მღეროდა

დაგვლოცეს ხვანჭკარით და ყველა უკლებლივ დაგვაჯილდოვეს "ლენინის ორდენებით":)


კარგი იყო რამანტიკა

ასე მგონია ვინც რაჭველია ან ოდესმე ყოფილა რაჭაში და მითუმეტეს შოვში ჩემი ძმა და მეგობარია