გაუმარჯოს ყველას!გაიხარეთ, მაგარდ გამიხარდა აქ ამ თემის ნახვა!
უზომოდ მენატრება ჩემი პატარა, ლამაზი ქალაქი და ეს სურათები მართლა რომ არაჩვეულებრივი იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ისინი აქ დაპოსტა!
ისე ოღონდ რამდენი რამ აკლია ჩვენს ქალაქს... თითქმის არსად გასვლის საშუალებაა არ არის საღამოობით, სადაც ახალგაზრდობას და არა მარტო მათ დასვენება ან გართობა შეეძლოს.
რას ფიქრობთ თელავის უნივერსიტეტზე? ერთხელ გავყევი ჩემს დას ლექციაზე და საკმაოდ დაშოკილი წამოვედი... რა თქმა უნდა ეროპულ და ამერიკულ სტანდარტებს არ ველოდებოდი, მაგრამ ეს მაინც მეტისმეტი იყო: ლექტორმა თვითონ არ იცოდა რას ლაპარაკობდა და სტუდენტებსაც სულ არ აინტაერესებდათ: გაცხოვებული მესიჯების წერა მიმდინარეობდა... ძალიან დამწყდა გული...