ერხელ დაწერილს კიდევ ნუ გამამეორებინებთ.
"დაკომპლექსებული" ახსენეთ ზემოთ
რა კომპლექსი, რის კომპლექსი... კომპლექსი ადამიანს, თუნდაც ერს, მაშინ უჩნდება როცა გრძნობს რომ სხვა მასზე მეტია ანდა საუკეთესო. არის ვინმე მეტი, ან განათლებით, ან ვაჟკაცობით ანდა ქვეყნისთვის შეტანილი წვლილით?
მეც შესანიშნავად მახსოვს 88-90 წლები, როცა ჩაღმა ელანიძე (მეცნიერის მას არაფერი სცხია... ასეთი თეორიებისათვის) სათანადო პასუხი გასცეს ქართველმა მეცნიერებმა და მას თავისი ადგილი მიუჩინეს.
სულ "ვიღაცა" იმის ცდაშია ხან სვანი დააკომპლექსოს, ხან-მეგრელი და ხანაც თუში და სულ იმის ცდაში არიან ეს ხალხი, ამტკიცონ რომ ქართველები არიან
ეგრე თუ მივყევით, ჩაღმები იმის ცდაში არიან დიდოები არა ვართო
მოკლედ, თუ უფრო ღრმა და მეცნიერული თვალსაზრისით გინდათ ამ საკითხზე საუბარი, კი ბატონო, თუ ვალიკოს საპარიკმახეროში
მოსმენილი ამბები, მაგაშიც მოგყვებით
კარგი, ხუმრობას და შაყირს თავი დავანებოთ და აგერ ერთი ლექსი კიდევ, ბახვა ბაიხოიძის მიერ:
თუშეთის მთებში, წოვათაში, ერთ ადგილას თეთრ ქვათა გროვაა... როცა თუშები საქართველოს შემოსეულ მტრის წინააღმდეგ საომრად მიდიოდნენ, ყველა მიმავალი ამ ადგილზე ერთ ქვას მიიტანდა ხოლმე და უკან მობრუნებულები ამ გროვიდან თავის მიტანილ ქვას აიღებდნენ და შორს გადააგდებდნენ... ასე და ამდაგვარად წარმოიშვა თეთრ ქვათა გროვა - შინმოუსვლელთა სახსოვრად...ეს ლექსიც სწორედ ამიტომ დაიწერა
ქვებში შეხიზნული სულები
სიკვდილს წინასწარ შეგუებულნი,
სიტყვაძვირი და მუდამ კუშტები,
მთებში სახსოვრად თეთრ ქვებს ტოვებდნენ
ომს მიმავალი ძველი თუშები.
საუკუნეთა ჯებირებს არღვევს,
ეს უტყვი მაცნე თუშურ სტიქიის,
ამბავს გიყვება სამშობლოს მიმართ,
თუშის ღვაწლის და თუშის მისიის.
გარინდებულან ქვებში სულები,
ყუჩად შერწყმიან მშობლიურ საკანს,
ხანდახან მთები მზრუნველი ხელით
შეუსწორებენ ჯანღის თეთრ საბანს.
ეს მუშტისხელა პატარა ქვები
ერთ დროს მტრის რისხვად ქუხდნენ და სჭექდნენ,
დიდგორს, თუ მარტყოფს, ასპინძას, კრწანისს,
საქართველოის დიდებას სჭედდნენ.
აქ ყოველ ქვაში დევს რაღაც ფიქრი,
გულში ჩაკლული ბევრი სათქმელი,
ალბათ, სატრფოსთვის კუთვნილი სიტყვაც,
გაუხედნავი და მოუქნელი.
ვით მეტეხი და ვით ნარიყალა,
წოვათის თავზე თეთრ ქვათა გროვა,
დგას გმირულ დროის ნათელ დასტურად,
ვერაფერს აკლებს მას წელთა თოვა.
მაგების მხრიდან მოიტანს ქარი,
მთათა ცრემლებით გატენილ ღრუბელს
და გლოვის ნიშნად დილა-საღამოს
ქვებში შეხიზნულ სულებს აპკურებს.
ბახვა ბაიხოიძე
პ.ს. თავაძე, კი, კაცო, გადააკოპირე. სხვა ლექსებსაც ჩავდებ. თუში პოეტების ყველა წიგნი და ლექსები აქ მაქვს (ყველა ჩემი ახლობელი და ნათესავი იყო). პირველი წიგნი რომ გამოვიდა, ძია იოსებმა (ლონგიშვილმა) ერთი თავისი წიგნი სახსოვრად მე გამომიგზავნა. ვინც არ იცის, მათთვის დავამატებ - იოსებ ლონგიშვილი იყო ლექს "შატილის ასულოს" ავტორი და მისი ლექსი გასდევს სიმღერად ანსამბლ "ერისიონის" ცნობილ კლიპს. ხოლო, ვიდეოსიუჟეტი გაკეთებულია ადამ ალვანელის (ბობღიაშვილი) ლექს "ივანე ჯავახიშვილს"
ივანე ჯავახიშვილსროცა ლაჟვარდი ქარგავს ათასებს
დაკენკავს გველსი მოხრილი კბილით,
როცა მთაწმინდის გაშლილ კალთაზე
მიეძინება დაქანცულ თბილისს.
მე, შენს წიგნებთან მჯდომარე, მაშინ
ღია თვალებით ვხვდები განთიადს,
სტრიქონებიდან ჭიხვინებს რაში
და სტრიქონებში ცეცხლი ანთია.
ხმალდაკრულივით იხსნება ბწკარი,
ყველა სიტყვიდან წარსული დგება,
ნარიყალასთან გუგუნებს ჯარი,
ნარიყალასთან ვაჟკაცი კვდება.
თემურ ლენგები თარეშით მოვლენ,
მოაქვთ წკრიალი ოქროს ნალისა
და გრიგალივით შეარყევს ხოლმე
მიწას ფარ-შუბი გორგასალისა.
იწვის არაგვზე ჩალური ქოხი,
ყანის მაგიერ სისინებს ნამჯა
და კრწანისიდან ამდგარი ჩონჩხი
მკერდზე იხუტებს სისხლიან ხანჯალს.
მეტეხი ქუხს და ემხობა პირქვე,
მეტეხს ბუზივით მტერი არტყია
და სააკაძე დაჭრილი, იქვე
ჩოხის ნაგლეჯით იფენს ნატყვიარს.
მოუჩანს სისხლი ხშირ ჭაღარაზე,
ქრება თვალები, ქრება სანთელი,
გაედევნება სოფლის შარაზე
გაქცეულ მხედრებს კორიანტელი.
გულში ქუხილით ჩამდგარა წყევა,
გადანამულა წამწამი ხშირი,-
ხელხანჯლიანი ბელტს ჩაეხვევა
მთიდან მოსული ასპინძის გმირი.
ქართულ ლეჩაქებს ნამუსსა ხდიან,
წითლად შეღებეს ანკარა მტკვარი,
ტიალ მიწაზე ტიალად გდია
ვაჟის ჯურხაის ნალეწი ფარი...
მეფეს ლაშქარი ყიჟინით ხვდება,
მაგრამ ნუგეშად ვერაფერს ეტყვის,
წითელ ლაქებად კრწანისზე რჩება
ნატოტარები დაჭრილი ვეფხვის.
თითქო ატორილ ქურანის გავას
შემოელეწა საძუე თითბრის
და ნახტომებზე გაკრული შავად
არაგვისაკენ მხედარი მიჰქრის.
მიჰქრის მხედარი, იხსნება ბწკარი,
ნალს ბილიკებზე ცეცხლი ედება...
დავხურავ წიგნს და ჯურხაის ხმალი
ისევ სტრიქონში ჩაეჭედება...
დავხურავ, მაგრამ კარგა ხანს მესმის
მუზარადებზე ბექთარის ცემა,
ამ ლეგენდებში გაიდგა ფესვი
შენი ცხოვრების გარასულ დღემა.
და შემიყვარდა იგი ლეგენდა -
ქართლოსიანთა ძველი სიგელი, -
ყოველ ტყიდან და ყოველ ღელედან
შავი ნანგრევი სტუმრად მოგელის.
შემოგივლია - მშობლიურ არემ
გმირთა აკვანი სადაც არწია,
მოგიგონებენ ყოველ ცისმარე
შენი არმაზი, შენი ვარძია.
წიგნით გასდევდი მლოცავთა ურემს
მაძიებელი გარდასულ დღეთა,
შენ მოგიტანა საჩუქრად თურმე
თამარ დედოფლის ბეჭედი მცხეთამ.
და ეგ ვარდები, უბეს რომ ივსებს,
მოგიტანია სამშობლოს დროშით,
ცაზე ცისკარი ანთია ისე,
როგორც უზანგში თამარის ქოში.
თუ გრიგალების იყავ მნახველი
ახლა გაზაფხულს შეჰხარი - ვიცი,
მზის მონათლული შენი სახელი
სიამაყეა ქართული მიწის.
დაგიბერტყია წარსულის კალთა,
შუბლზე არქივის მტვერი გდებია,
დამიდასტურებ, ერეკლეს კართან
თუშის აჩრდილიც მოგლანდებია.
მე, იმ აჩრდილის ნარჩენი ღერი
ვერ გიმასპინძლებ თამარისთანად, -
აჰა, მიიღე მთიდან ნამღერი,
არწივმა კლანჭით გადმოგიტანა.
ადამ ალვანელი (ბობღიაშვილი)
1936 წელი, მარტი
ახლა თქვენ გააგრძელეთ