ზოგადად თორე, თუშეთში რო ფარერელების შემოსევაა.

თუ ფარერების გაგონებაზე ისე იკითხავენ, როგორც მარომ იკითხა ნიდერლანდების გაგონებაზე, ბატონი დიმიტრი საღამომდე არ ჩამოვაო?
ხუმრობა იქით იყოს და ამ შაბათსაც ვინახულე თუშები. ბავშვები რომ მოჰყვნენ ავარიაში, არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ ერთი სწორედ ჩემი რძლის დისშვილია - თემო ბაშინურიძის ბიჭი. სახლში კი გაიყვანეს, მაგრამ ჯერ ისევ თბილისშია, ჩემს ბიძაშვილთან და იმის სანახავად მივედი. ბედად, თუში მნახველებიც მოუვიდნენ და კარგად ვისიამოვნე.
ერთი სახუმარო ამბავიც გავიგე და უნდა მოვყვე, ოღონდ არ გეწყინოს.
მაგავე ავარიაში ჯიდევ ერთი ბავშვი დაშავდა - ნათია უთურგაიძე (საერთოდ, ეს ორი დაიმტვრა, თორემ სხვები გადარჩნენ). ეგ ბავშვი არ გეცოდინება - ჯერ პატარაა, მაგრამ შარშან მამამისი - ბესო გარდაიცვალა საბერძნეთში და იმის გადმოსვენების ამბები კი გეცოდინება. ეგ ბავშვი მძიმედ იყო - ახლაც რეანიმაციაშია, მაგრამ უკვე გონება დაუბრუნდა და ცოტ-ცოტა ალაპარაკდა კიდეც. თურმე რომ მიიყვანეს, საოპერაციოდ თმები შეუჭრიათ (თავზეც ჭრილობები ჰქონდა). ახლა, გონზე რომ მოვიდა, მაშინ ექიმებმა უშნოდ ააჭრესო და რეანიმაციაში პარიკმახერი მიუყვანიათ.

რომ შეუხედია იმ ქალს, ლამის გულზე წასვლია, გულგახეთქილი გამოვარდნილა გარეთ.

ჩემი ბიძაშვილის შვილი - აჩიკო მოკვდა სიცილით, ვის მოუვიდა თავში აზრად პარიკმახერის მიყვანაო. ეს აჩიკო ექიმია (შეიძლება შენც იცნობ, რადგან ხშირადაა ალვანში), კატასტროფის ცენტრში მუშაობს და მაგათი მანქანებით გადმოიყვანეს დაშავებულები თბილისში. ახლაც ეგ პატრონობს საავადმყოფოში და იძახდა, სანამ იქ ვიყავი, მანამ მაინც ეთქვათ, გადავაფიქრებინებდიო.
This post has been edited by tavadze on 2 Apr 2007, 12:17