კი მართლა ძალიან კარგი ოჯახი აქვს, ჩვენი მეგობარი ოჯახია და მათან ურთიერთობისას ძალიან სასიამოვნოა. ძალიამ კარგი ბავშუები და მეუღლე ყავს.

ვინაც ინატრ, დაგეკარგ,
ვინც არ გინდოდ მოგესი,
მზე ინატრედ გაგიავდრდ,
ღრუბლის მანდილ მოგეხვი,
ერთდროს ლაღსად უდარდელ
წუხილ გეძმოდ მოგეჩვი.
იგრ დამთავრდებ სამზეოი,
სუაც ვეღარ შევხვდებით.
საიქიოს მომიხვიდ,
ცხვათ კარ ნუსი შევხვდებით,
ხო იც, იქაც რო ავსცდნეთ,
ორნივ ჭკვითა შევსცდებით.
ჩამიფარ, ალბათ, პირბადეებ
თებულომ, ქაჩუმ.
დაცარელად თურ მთელ სოფლებიდ
თუშეთიც დაჩუმდ.
ჩამიტირ, ალბათ, მაკრატელაამ,
სონეხმად დიდრუვმ,
მზე ამოვიდოდ, სხივებს მააფენდ
მთელ თუშეთს მდიდრულს.
ჩამიბერტყდ ალბათ, ტან-კალთაებ
ცირცელმად არყმაც,
თუშურაებიც მიმარაგებდეს
დიდ შეშის აყარს.
უდერა ვიფიქრ, მეტა ბევრ აზრ
ავყარედ ჩავყარ,
მაგრამ ჩემ რჩენილ დღეებიდ თუშეთ
ერთკვადს ვრ გავხყარ.
ფიქრით იქ დავჯედ პატარზალადად
იქ მივიღ მაყარ,
იქ დავრეც მატყლიდ გავაზდ, დავძახ
უცვეთელ ბაწარ.
ბევრ ვეცად მეტა,
უდერაიღ აყარედ ჩავყარ,
მაგრამ ჩემ თუშეთ ჩემ ხვალყოფას
ვერად ვერ გავჰყარ.
კლდისთავ ნამტირალევ ფხიჯა დგას,
ფერდამ ხარბად ჩათქ წვიმის ნაკადებ,
მაინც ამოვაღწი დელგმაში,
ავისრულ ერთ-ორ თვის ნაქადნებ.
სოფელში დაძვრების მლიურად
თვალებ ცეცებითა ლეგა ჯანღ,
ყორეზე ხკიდავის დუქარდიდ
ცრემლებად ეცემის სიპზე ჯანგ.
თბილადა ჩაც-მოცმულ გამოშჩინდ
პირზე ღიმმძინარე, ფიქრიან,
მანდილ გადაგივარდ უკვენის,
უცბადავ დიფარ თმებ ფიფიქიან.
მარილის გოხ წვრილად დასტეხედ
ძველ დურკით გადეფარ ბაშტიკარ,
ჯინჭარ-ბალახებზე გადმოვხყევ
შენ მთხილად ნარომა ფეხის კვალს.
უდმალა მოგეპარ, ყორისძირ:
ჩავმუხლად გითვალთვალ, გეფერა,
იგრ იყავ საქმეში გართულ რო,
ვერც მნახედ ვერც-ვერაი.
შენ სოფელ კლდიან-კუნჭრუხიანი,
ჩემ ქორბუდაიდ სალფერდებიან,
შენ სოფელს მთავარის ნაჭერა ადგას,
ჩემს - მზე, სხივ-ისარ ნაზფერებიან.
შენ სოფელს მაძღარ ყანა ამშვენებს,
ჩემს - საკართობლე ნაჭრელებიან.
შენ სოფლის პირში მოგიჩქეფს წყაროი
მე -შიგ სოფელში, ნაპერწკლებიან.
ორთავ საუფლო სამყოფა გვაქვის,
მაგრ უერთკვადოდ ნარ-ეკლებიან.
ეთერ თათარაიძე
ძალიან თბილი და საყვარელ ლექსები აქვს.
მიზეზი რაა?

This post has been edited by Minamoto on 25 Jun 2007, 10:27
es forumi sakmarisi aRmoCnda misTvis, visac ar hyofnida mTeli interneti.
ICQ: 808089
Mokosatsu