დაკავებულია ქუთაისის თვითმმართველობის თითქმის მთელი შემადგენლობა ვიცე მერი და ოცდაათამდე თანამშრომელი. სპეცოპერაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა.
დაკავებულებს ბრალი კორუფციულ გარიგებებში, თანხების მითვისებასა და ტენდერების მიკერძოებულად ჩატარებაში ედებათ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ძალოვნებმა ქალაქის მერიაში აიყვანეს. დაპატიმრებულები უკვე გადაყვანილები არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ქუთაისის თვითმმართველობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. არსებობს 10-მდე ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ორ მათგანს ძალოვანი უწყება უკვე ავრცელებს, ჩანაწერებში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების საუბრები ფულის გაფლანგვას ეხება.
კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, სადეზინფექციო ღონისძიებებისა და მაწანწალა ცხოველების იზოლაციისთვის მომსახურებაზე ჩატარებულ ტენდერში მონაწილე ფირმის უფროსი საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, ზვიად მანდარიას დედა _ მალვინა ყურაშვილი იყო.
მანდარიამ _ მშობლის გამარჯვების მიზნით, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი გოგლიჩაძეს ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტის დალუქული კონვერტი ვადაზე ადრე მალულად გაახსნევინა და კონკურენტის პირობები შეიტყო.
ამის შემდეგ საკრებულოს წევრმა მომსახურების პაკეტის ღირებულება შეცვალა და ფასთა კოტირებაში გამარჯვებულად დედის - მალვინა ყურაშვილის ფირმა გამოცხადდა და ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა.
გამოძიების ინფორმაციით, მანდარიამ ამ ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს 5 ათას ლარამდე ზარალი მიაყენა. სწორედ ამ საქმეს უკავშირდება მეორე სატელეფონო საუბარი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...17&pg=1&im=mainმარტო ერთი კითხვა გამიჩნდა: დანარჩენები რატო არ დაიჭირეს?
This post has been edited by moazrovne on 2 Jul 2007, 18:34