ქუთაისი თითქმის 15 წელი ნადგურდებოდა, ქურდების და კრიმინალების სათარეშო გახდა.
არ იყო შუქი, წყალი (ჭებიდან იღებენ წყალს), გაზი, ქალაქს ლამის ოფიციალურად მართავდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები.
უბრალოდ სასაცილოა ქურდების ქალაქში სამეცნიერო ზონების და სილიკონის ველის მოწყობაზე საუბარი.

პირველ რიგში უნდა აღდგეს ინფრასტრუქტურა: შუქი, გაზი, წყალი, დასუფთავება, გზები, განათება, ჯანდაცვა, სკოლები... ეს კეთდება და 2-3 წელში ბევრი რამ გაკეთდება.
ინფრასტრუქტურის და კომუნალური სამსახურების აღდგენასთან ერთად უნდა მოხდეს ქალაქის საბოლოო გაწმენდა კრიმინალური მაფიისგან, ანუ ქურდების ბატონობისგან. არანაირ ინვესტიციებზე საუბარს აზრი არ აქვს "ქურდულ ზონაში".
ამის პარალელურად დაიწყება და უკვე ნელ-ნელა დაიწყო, როგორც ვიცი, რამდენიმე სფეროს განვითარება.
ესენია ტურიზმი, ვაჭრობა, მომსახურება, მცირე ბიზნესი და საბანკო სფერო.
კოპიტნარის აეროპორტის რეკონსტრუქცია გეგმაში ზის, არც ისე შორეულ მომავალში, როგოც აცხადებენ.
"ინდუსტრიის" ანუ წარმოების ძველი ან ახალი დარგების აღორძინება უახლოეს წლებში არარეალურად ჩანს.
დედაქალაქის გადატანაც ანალოგიურად.