კარგია ქუჩაში ხალხმრავლობა და კარგი განწყობა რომაა, მაგრამ წვიმა მაგრა ტეხავს. ჩვენ მაინც გავიღიმოთ.









* * *
მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი თანაქალაქელის, მსახიობისა და პოეტის გიორგი შალამბერიძის ლექსი
ჩემი ქალაქი
ღამეებს შეცივდათ, იცმევენ ბინდისფერ ლაბადებს,
ზამთართან დუელში დაშნაზე აეგო აპრილი,
გასულმა დღეებმა სულში აგონია დაბადეს
და როგორც შეშლილი დავდივარ ბორკილებაყრილი.
მაკრთობდა ელვარე ქუჩების სილურჯე, ვნანობდი,
ვითვლიდი უმიზნო დღეების ხეტიალს უშენოდ,
ქარიშხალს ვაპობდი, არც ვიცი საითკენ გავრბოდი
და ახლა მიწაზე ბარტყივით ვაგდივარ უმწეოდ.
წარსულის დინება მომავლით მეძახის- შეჩერდი!
შეხედე სიყვარულნაძარცვი თვალების სიმშვიდეს,
შენ წნავდი ჩემეულ ლექსების ვნებას და შენ ფენდი,
უდროო სტრიქონებს და ჩემი ნერვების სიშიშვლეს.
ახლა კი მოველი ჩემეულ ზმანების კარნავალს
და როგორც კალმახი მდინარეს აღმართში ავაპობ,
წამსაც კი არ დავთმობ სიცოცხლის ტოლფასს და წარმავალს
და ვიტყვი: შენს სახელს არასდროს, არასდროს ვღალატობ.