Tobuldarლევან, შენ თუ ფორუმიდან წახვალ ამით ამ ფორუმს არაფერიც არ დააკლდება, თუნდაც ყველა სვანი წამოგყვეთ და შედეგი ის იქნება, რომ ეს თემა ჩაკვდებასავით და ნაკლები საშუალება გვექნება რაღაცნაირად თბილად მოვიკითხოთ ერთმანეთი. ხომ არავინ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ რაღაცნაირად ჩემი ახლობლები გახდით შენც, ეკაც, სხვებიც. კი მაქვს შენი სკაიპი, მაგრამ იმდენად მოუცლელი ვარ, რომ იქ იშვიათად თუ ვნახავ ვინმეს და აქ კი ვიცი რომ როდესღაც მაინც დამხვდება პასუხი.

ახლა პოლიტიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ საქართველოს ცხოვრება ისე აეწყო, რომ 1989 წლიდან მოყოლებული ყველანი ჩაფლულნი ვართ პოლიტიკაში, გვინდა თუ არა, მე პრინციპად მაქვს აღებული რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ არაფერი გამომდის, კვანტური მექანიკიდან დაიწყე საუბარი თუ გინდა, ბოლოს მაინც მიხვალ მიშამდე, კრიშამდე, ქვიშამდე, წიწიბურამდე, ზვიადი გადაგვარჩენს, "სულ ძილი-ძილი, როდის გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"-მდე და "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი" სიტყვებამდე.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყოველთვის მარცხდება საქართველო, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თავისუფლებას არ ვიმსახურებთ, ჩვენ გაცილებით უკეთ გამოგვდის მონებად ცხოვრება, ვიცით ჩალიჩი, მაგრამ არ შეგვიძლია საქმის კეთება.
სამწუხაროდ ეს მარტო მთავრობების ბრალიც არაა, ამ მთავრობას ჩვენ ვირჩევთ და დედაჩემი 4 წლის წინ ქუთაისიდან სპეციალურად რომ ჩამოვიდა მიშასთვის ხმის მისაცემად, არავის დაუძალებია ეს.
მაგრამ მთავრობამაც უნდა გაგიმართლოს, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ გერმანულ სულზე და ხასიათზე, კონრად ადენაუერის გარეშე არაფერიც არ იქნებოდა, იქვე არ იყო აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითი? იუგოსლავია ათი თავით მაღლა იდგა მათზე.
ამაში კი არ გაგვიმართლა ჩემო ძმაო.
მაგრამ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ აკლია, აკლია კადრები, აკლია სულიც, ქართველები ჯერ როგორც ერი არ ვართ შემდგარი, შეგიძლია შემედავო, მაგრამ მე არ გიპასუხებ, ჩემი სუბიექტური აზრია და კამათს არ ვაპირებ. ჩვენ ჯერ კიდევ მეგრელები, ქართები, სვანები, ჭანები ვართ, ცუდი გაგებით (შეიხედავ ისტორიის განყოფილებაში და სირცხვილის მოჭრა თემაა "თბილისელობის ინსტიტუტი" - ერთი უნდა ვკითხო დიპლომებს როდის დაარიგებენ.
არც ისეთი მყარი ღირებულებები გვაქვს, როგორც გვგონია, ჩვენი ნაქები ქართული სუფრაც და ტრადიციებიც დიდი ხანია არქაულ გადმონაშთად შემოგვრჩა, იშვიათად თუ ნახავ პრინციპულ ადამიანს იქ, სადაც ის ასე საჭიროა, სახელმწიფო სამსახურსა და პოლიტიკაში, და ასეთი რომც გამოჩნდეს, არ ელის კარგი ბედი დამიჯერე. არც მე ვარ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი, მაგრამ ამას ვაღიარებ მაინც და გულზე მჯიღს არ ვიცემ, არიქა და სხვანაირი ვარო.
კიდე რა არ გვაქვს, პოლიტიკური ცხოვრება ჩვენთან არის დღევანდელ დღეზე გათვლილი, ამასთან არც პოლიტიკაში გვყვანან გენიოსები. გვყავს ხალხი, თან ბლომად, რომელთაც უნდათ ძალაუფლება, მაგრამ ეს ძალაუფლება ან თავიანთი პირადი გამორჩენისათვის უნდათ, ან არ იციან როგორ გამოიყენონ.
მემარჯვენეები, რომლებსაც რატომღაც მეფე ნუგზარი უნდათ, არ ვიცი რატომ, კონსერვატორები, რომელთა სულიერ მამას, კობა დავითაშვილს ვაჭრობა და სომხობა სინონიმები და სირცხვილი ჰგონია, ბოლო-ბოლო მუჰამედი ვაჭარი იყო და გავიდეს ეს ვაჟკაცი და ქააბას წინ დაახეთქოს მსგავსი ჰაჯის დროს! ნებისმიერ დიეტას აჯობებს!
დედაჩემი მასე ვაჭარია და მე სომეხი გამოვდივარ, ან ეს სომხობა რატომ უნდა იყოს მისთვის რაღაც სამარცხვინო დამღა? ადამიანს რომ ეროვნებით და რელიგიით დაუწყებ შეფასებას, არაა ეს მართალი, ან ნუ აფერისტობ და გახდი ქართველი "ლე პენი" ან ერნსტ რემი, ჩვენ ხალხს რომ ვიცნობ კაი ბლომად მომხრე ეყოლება, ჰო ანტიჩინინის გამოგონებაზეც უნდა იბაზროს კიდე ვრცლად.
სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ ნო კომენტ, "ქაჯები" რომ ტქვა იმის მერე არაფერი უთქვამს ღირებული, შალვა ნათელაშვილს მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ შალვა კაბაში არავის უნახავს და არც ფრანგული იცის შალიკომ.

რესპები, საკმაოდ რთული ფენომენი, ჭკვიანი და დინჯი ადამიანები, რომლებიც ცვენმა იდიოკრატებმა შალიკოს გვერდით აიძულეს დამდგარიყვნენ, აქვთ გარკვეული ბაგაჯი და გამოცდილება, ნუ ტერიტორიული კონფლიქტების მხრივ ნული, პაატა ზაქარეიშვილიზმი რა, მაგრამ პრობლემა, ლიდერის არყოლა, არ ვგულისხმობ ბელადს, უბრალოდ ლიდერს, ძლიერ ფიგურას სათავეში.
მეტი ვინ დაგვრჩა, დესერტი რა, ტიმურ ი ეგო კამანდა, მაგათზე არც მინდა რამე დავწერო, ნათელია ისეც ყველაფერი...
მოკლედ ამდენი ვწერე, და რა მინდა გითხრა და რაში მინდა დაგარწმუნო, ყველა ერთი ნაგავია (ნუ მიშა ცალკე დგას და მისი ბრიგადა) და ნუ გაჯიუტდები ახლა და დეემთე ჯაარ ამხან ლეეზი ი პოლიტიკაა განყოფილებაისგა ნერვალე ლიჟმენქა მაამგვეშ სარგებ ჯეთხი. კედელს ცერცვი შეაყარეა რა...
Ekaterina Oniani