აყვავებული კარტოფილი ყვავილიანი სათიბები,
სათოფურები დათოფილი კოშკები...კოშკები ნატიფები.
პაწია პაწია ჭალაკები ვეება ვეება ყანები,
სგიმები სგიმები წყაროები ღვარები, ღარები, ხარები.
ფიქალი მერქანივით დაფიცრული
კირი თოვლისფრად გამომწვარი,
საკლავი ნადისთვის გასისხლული
პური მუშისთვის გამომცხვარი
შენება შენება გახელებით. ქვეყანა ლამაზი და ღარიბი
უმშვენიერესი სახელები ულამაზესი გვარები
მდინარეები ჩქარები ცისფერი... ცისფერი ჭალაკები
ქალები ჩუმები და წყნარები, კაცები-ცოტა ამაყები.
კოშკები წარსულზე გამწყრალი, ზრდილი და სალმიანი ბავშვები
კარგი მოტირალი ქალ-რძალი კარგი მოქართულე მახვშები
მკაცრი სიყვარული ერთმანეთის გაუმხელელი ხვაშიადი
ქვეყანა ტყუპი ესპანეთის პიტალო.....პიტალო.... ხასიათი.
ეს არის უცხო თვალით დანახული სვანეთი. ჩვენ მთლად ასე ვერ ვხედავთ თუმცა ძალიან გვიყვარს