არადა ბიჭო რაღაც ცოტა იწვიმა და უკვე ესე იყო და ისე ჩემმა მტერმა იჯომარდა ენგურში! შემდეგ ჯერზე ჯომარდობა იმ ქვეყანაში მოუწევს!
დიდი ვერაფერი შენ წარმოიდგინე, სულ 5 დღე ვიყავი და აქედან 3 დღე ღრუბლიანი იყო, ერთი მესტია მოვიარე და ლატალს ზევით მთები, თეთნულდი ვერ გადავიღე, ღრუბლებში იყო და მესტიას ზევითაც არ ავსულვარ, ღრუბლებში იყო მაინც მთები. აი ლატალს ზევით მთებში კი დღეში სადღაც 20-30 კმ. გავიარეთ მე და ძმაკაცმა, თითქმის უშბას ძირამდე მივედი, ლენჯერის თუ ბეჩოს საძოვრებს იქეთ გადავედით. ვიდეოც გადავუღე სვანეთის მთებს. თითქმის მთელი სვანეთის მთები ჩანდნენ, მაგრამ შხარა და თეთნულდი ვერ, უკვე იწყებდა ნისლი მოკრებას. უშბასაც სულზე მივუსწარით, ჩვენ ავედით და სადღაც ერთ საათში უკვე დაიდგა თეთრი საბურველი იმ დალოცვილმა!
ისე ძმაკაცი ალპინიადებზე დადის ყოველ წელს, მაგრამ უშბა რომ ნახა იმენა ვსიო რა, დაქლიავდა!
ახლა აიჩემა უნდა ავიდეო და თუ ამიყოლია, კი ვარ ამყოლი,

, ავალთ იქაც როდესმე!
ესეც ვიდეო - უშბა და სვანეთის მთები

აი ასეთი ხედი იშლება სადღაც 2500 მეტრიდან
http://bin.ge/file/56606/video-ushbaze.mov.html ეს მეორე ვიდეო, მხოლოდ უშბა
http://bin.ge/file/56610/video-uhsbaze2.mov.htmlეს კიდე მუსიკა განწყობისათვის, თურქულია მაგრამ მე მევასა და იყოს ბარემ! არაფერი საერთო არა აქვს სვანეთთან, მაგრამ იყოს მაინც
http://bin.ge/file/56612/02---Serdar-Ortac...ans--z.mp3.htmlეს კიდე უშბა, აქ ჯერჯერობით ღრუბლების გარეშე

აუ ისე გზაზე მძღოლმა შეგვიკლა ხელში, ცირკი იყო რა!

სვანეთის გზა წარმოიდგინე და იქ კაცი რომ რულზეა და დალევს, მერე ჩვენც დავლიეთ იმ მძღოლთან ერთად, ერთადერთი იმიტომ რომ იმას ნაკლები დაელია!

და მთელი გზა ვკაიფობდით, აქ სადმე ჩვენი სამკუთხედიც დაიდგმებაო! არადა შანსი კი იყო!
აქეთ გზაზე ბეწოზე გადავრჩით ავარიას, სადღაც იგოეთთან. იმენნა წამების ამბავში გადავრჩით, თორემ უკვე ფლავი ექნებოდათ ჩემებს გამზადებული!
This post has been edited by zura_2107 on 22 Aug 2007, 00:39
მიმაგრებული სურათი
«Мы без конца ругаем товарища Сталина, и, разумеется, за дело. И все же я хочу спросить — кто написал четыре миллиона доносов?» (С.Довлатов)