ამ ლექსზე ვგიჟდები...
"ლხინი კახელებთან"
მე ჩემი სახლი გამხსენებია,
განხსენებია ყველა კეთილი...
თქვენთან ნადიმში დამთენებია,
არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.
მე განმიცდია მთის იდილია
და საარაკო ლხინი მზიური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,
უფრო ნაცნობი და მშობლიური.
ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,
არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,
უფრო სოფლური და ვაჟკაცური.
გენაცვალეთ კახელებო, მაგარი ხალხი ხართ, მაგრად მიყვარხართ!!!
This post has been edited by gattus2 on 18 Apr 2008, 00:38