me_var_maritaგაიხარე! მეც გილოცავ ბზობას - ღვთის მფარველობა არ მოგკლებოდეს!
BUTUSA MOLAმაშ მარტო არ ვყოფილვარ, ჩემი გულისამაჩუყებელი გრძნობებით...
მიხარია და გულში სითბო მეღვრება, როცა ვკითხულობ რომ თქვენც იგივეს გრძნობთ!

ეს გოლიათი ქვევრებია
ჩემი ზედაშის,
რომ მოიქნიეს წინაპრებმა
ჩაფლეს ყელამდის...
ეს ნიკო პაპას აწყობილი
თუთის ფანდური...
ესეც ნაბდისა თუ თექის
ქუდი კახური...
ეს შინდის ხისგან
გამოთლილი სალამურია...
ეს ქეთო ბებოს გამომცხვარი
თონის პურია...
-ჰა, გამომართვით,
მოიტეხეთ სანამ ცხელია,
ნინოს ბავშვობა სანამ
ისევ უდარდელია...
ეს კიდევ ჩემი მოგონებაა
განა ლექსია?
არ შემიმშრალოთ გეხვეწებით
თვალზე ცრემლი მაქვს.....
ნინო ქადაგიძე***
კახეთითუ არ გინახავთ ალაზნის ველი
გარშემო მთებით შემოფარგლული
ზედ ალაზანი რომ გაწოლილა
კავკასიონის მთების ნაჟური.
თუ არ გინახავს ვაზი კახური
რქებით ერთ-ურთზე გადახლართული
არ დაგილევავ ღვინო კახური
არ გიჭამია შოთი კახური
არა გსმენია "მრავალჟამიერ"
ძველი სიმღერა მამა-პაპური
მაშინ კახეთიც არა გცნობია
ბაღ-ვენახების ზვრებში ჩაფლული.
ის შენს ჭირ-ვარამს როგორ გაიგებს
ვინაც არ იცის შენი წარსული.
ბევრმა არ იცის ჩემო კახეთო
რა ტანჯვასა ხარ გადანაყარი
ბევრჯერ გაგტეხა მტერთა სიმრავლემ
თავს რომ გესხმოდა როგორც აფთარი
ბევრჯერ გადაწვეს შენი სოფლები
ბევრჯერ დატოვეს ნავენახარი,
მაგრამ არ გატყდა კახელი კაცი
რკინაზედაც და ქვაზეც მაგარი
ისევ აშენდა შენი სოფლები
ისევ დაიდგა გლეხმა სახლ-კარი
ისევ ხარობს ვაზი-ხეხილი
იმ ძველ ფესვებზე ამონაყარი
და შენი მიწის ყოველი გოჯი
წინაპართ სისხლით არის გამთბარი
ახალ თაობას შენი წარსული
გადაეცემა, როგორც ზღაპარი.
რა ლამაზი ხარ ჩემო კახეთო
რა ლამაზია შენი მთა-ბარი
გაზაფხულობით ჰყვავის კახეთი
ვით პატარძალი ჯარაზე მჯდარი
მაღლიდან მთები რომ დაჰყურებენ
მაყრიონივით ფეხზე დამდგარი
და ალაზანიც მიდის დუდუნით
როგორც მარტოკა, მთვრალი ამქარი.
(ავტორი უცნობია)