
აჰა გაგრძელება
------
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!”
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!"