kolxi2008
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 262
წევრი No.: 67309
რეგისტრ.: 13-July 08
|
#24282825 · 3 Mar 2011, 17:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსახლეობის პირველი კამერალური აღწერა აღმოსავლეთ საქართველოში (მათ შორის ქიზიყშიც) ჩატარდა 1804 წელს. ქვევით მოგვყავს ზემოხსენებული აღწერის შედეგების ნაწილი:
1- ნუკრიანში ცხოვრობდა 87 ოჯახი, სულ 680 სული. აქ სახლობდნენ შალვაშვილები, გურასპაშვილები, ბეჟაშვილები, ახალკაციშვილები, გოგინაშვილები, გელაშვილები, გონაშვილები, ღლიღვაშვილები, მჭედლიშვილები, მანჯაფარაშვილები, პატილურიშვილები, ტარარიშვილები, ალხანაშვილები, გურაშვილები, ჭანიშვილები, ბეგიაშვილები და ნასყიდაშვილები. ორი ოჯახი იყო სომხური - ამირხანაშვილები და ტაბარუკი (ახალმოსული გლეხი გვარის მითითების გარეშე). 2 - ჭოტორში ცხოვრობდა 28 ოჯახი, სულ 332 სული. აქ სახლობდნენ კრაწაშვილები, ჯანგულაშვილები, მჭედლიშვილები, მაზიაშვილები, ფირაშვილები. ბახუტაშვილები, შარმიაშვილები და 1 ტაბარუკი (ახალმოსული გლეხი). ყველა ქართველი.
3 - მაღაროში ცხოვრობდა 219 ოჯახი (დაახლოებით 2000 სული). აქ სახლობდნენ აზნაურთა 6 ოჯახი - ნაცვლიშვილები და ნასიძეები, მათი კუთვნილი 6 გლეხის ოჯახი - გულოშვილები, ყირმიზაშვილები, გრძელიძეები, მირზაშვილები, ნადირაშვილები; საეკლესიო უწყების 6 გლეხის ოჯახი - ყველა დონჯაშვილი; 200 სახაზინო უწყების გლეხის ოჯახი (მათ შორის 3 ოჯახი სომეხი ტაბარუკებისა). მოსახლეთა შორის ყველაზე მეტი დოდაშვილები და შაიშმელაშვილები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ ბაიდოშვილები, ჭერელაშვილები, უსენაშვილები, ბაბაკიშვილები, ვარსიმაშვილები, ნადაშვილები, მჭედლიშვილები, ჩერქეზიშვილები, მახარაშვილები, ღუღუნაშვილები, ბახტურიზეები, ჯანაშვილები, ქუფარაშვილები, ელიზბარაშვილები, ქურდაშვილები, ხმალაძიშვილები, ჯაფინაშვილები, ყანდაშვილები, ნანდაშვილები, ქადაგიშვილები, როსტიაშვილები, ყარალაშვილები, ბანდურაშვილები, გულაშვილები, დარჩიაშვილები, ჟუჟუნაშვილები, ბესიშვილები, მაისურაშვილები, ბეროშვილები, ძნელაშვილები, ლაზარაშვილები.
წყარო: ივ. შაიშმელაშვილი "ქიზიყი", თბილისი, 1973, გვ. 104-105.
|