მე არა

ეხლა წავაწყდი საიტს, კახეთის მუზეუმების ცამონათვალით, აქვე ქიზიყის სახლ-მუზეუმები:
http://www.kakheti.gov.ge/index.php?cat=14&par=9სანდრო ახმეტელის მუზეუმი
დიდი ქართველი რეჟისორი, ქართული თეატრის რეფორმატორი - სანდრო ახმეტელი ქართული კულტურის ისტორიაში ერთ - ერთი ტრაგიკული ფიგურაა.
სანდრო ახმეტელი წლების მანძილზე ედგა სათავეში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს; მან სახელი გითქვა როგორც რომანტიკულ - ჰეროიკული სტილის ფუძემდებელმა (რეჟისორმა). მის მიერ განხორციელებულ დადგმებს შორის არის - გრიგოლ რობაქიძის "ლამარა", ფრიდრიხ შილერის "ყაჩაღები" და სხვ. 1935 წელს მთავრობის უშუალო მითითებით რეჟისორი თეატრიდან დაითხოვეს, ხოლო 1937 წლის მასობრივი რეპრესიების დროს იგი თავის თანამოაზრეებთან ერთად დახვრიტეს. იგივე ბედი გაიზიარა მისმა ოჯახმაც. მუზეუმში წარმოდგენილია სანდრო ახმეტელის პირადი ნივთები; თეატრალური ესკიზები, მაკეტები, ფოტოგალერეა.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანაგა.
ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი
დიდი ქართველი მომღერალი ვანო სარაჯიშვილის (1879-1924) მოღვაწეობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, იტალიაში, ლა-სკალას თეატრში. მის სახელს ატარებს თბილისის კონსერვატორია, რომლის აღზრდილებიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელგანთქმულ თეატრებში მოღვაწეობენ. მუზეუმში დაცულია ვანო სარაჯიშვილის პირადი ნივთები: საკონცერტო ფრაკი, მოჩუქურთმებული, ვანოსეული ფანდური, გრამაფონი, რომელზეც შეგიძლიათ მოისმინოთ ძველ ფირფიტებზე ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოებები მომღერლის შესრულებით, ფოტოები სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებიდან. ასევე დაცულია ანტიკვარული ფაიფურის ჭურჭელი, კედლის საათი და სხვა ნივთები.
სანდრო მირიანაშვილის მუზეუმი
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სანდრო მირიანაშვილის (1915 - 1987) მუზეუმში დაცულია ხალხური მუსიკალური საკრავები, როგორც ქართული, ასევე აღმოსავლური; კომპოზიტორის პირადი ნივთები: ფერწერული ტილოები, მათ შორის ვასილ შუხაევის მიერ შესრულებული კომპოზიტორის პორტრეტი, XIX ს-ის ქართული, ბერძნული და რუსული ხატები. აგრეთვე სანდრო მირიანაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, კომპოზიტორის ხელნაწერები, ნოტები, წიგნები და სხვა.
მისამართი: ქ. სიღნაღი, სარაჯიშვილის ქ. 8
იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმი
ცნობილმა ქართველმა მწერალმა იროდიონ ევდოშვილმა (1873 -1916) დიდი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარბაში. მის მოთხრობებზე, საბავშვო ლექსებსა და თარგმანებზე თაობებია არზრდილი. სახლ-მუზეუმში დაცულია: პირადი ნივთები, ფოტოები, შემოქმდებითი მასალა.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი
სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი
ცნობილი ქართველი მწერლის სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი მამა-პაპისეულ სახლში მდებარეობს. მან როგორც დრამატურგმა, განსაკუთრებით სახელი 30-იან წლებში გაითქვა. მისი ორიგინალური და გადმოკეთებული პიესები იდგმებოდა რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით. ("ანზორ", "შილურის ყაჩაღები", "არსენა", "გიორგი სააკაძე" და სხვა). მუზეუმში დაცულია მწერლის პირადი ნივთები, ავეჯი, ფოტოები და წიგნები.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯუგაანი.
ვასო გოძიაშვილის მუზეუმი
მარანი, მეორე სართულის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ცნობილი ქართველი მსახიობის ვასო გოძიაშვილის (1905 - 1976) მიერ არაერთი დიდებული თეატრალური თუ კინო სახეა შექმნილი. მათ შორისაა რიჩარდ III, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ქეთო და კოტე", "დიდოსტატის მარჯვენა" და სხვა. სახლ - მუზემში დაცულია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები: ფოტოები, სპექტაკლების კოსტიუმები, თეატრმცოდნეების შრომები მსახიობის შესახებ, მისი პირადი ნივთები.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაქირი.
ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი
ფორე მოსულიშვილი (1916 - 1944) მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური ფაშიზმის წინააღმდეგ პარტიზანულ ომში იბრძოდა. გმირული სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა იტალიის ეროვნული გმირის წოდება, ასევე საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი. სახლ - მუზეუმში დაცულია მისი ნივთები, საოჯახო და მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტომასალა.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვ.მაჩხაანი
ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმი
ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე გზირიშვილის (1902-1972) სახლ - მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები, ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები; მეცნიერის მოღვაწეობის დროინდელი ფოტო-გამოფენა, წიგნები მის შესახებ.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაქირი.
ილო მოსაშვილის მუზეუმი
ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ილო მოსაშვილის (1896-1954) მუზეუმში დაცულია მემორიალური ნივთები, მწერლის ცხოვრებისა და მიღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, ანტიკვარული ავეჯი, მათ შორის ბრინჯაოთი და მარმარილოთი გაწყობილი ორიგინალური და საწერი მოწყობილობა და სხვადასხვა ძვირფასი საყოფაცხოვრებო ნივთები.
მუზეუმის მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაქირი.
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობაშია განთავსებული. მუზეუმში დაცულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მდიდარი მასალა. არქეოლოგიის განყოფილებაში დაცულია ქვის ხანის, ნეოლითის, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის ექსპონატები: ქვის იარაღები, მათ შორის მიწის დამუშავებისთვის საჭირო საგნები და თიხის ჭურჭელი, რომელთა ნაწილი გამოირჩევა თიხის გამოწვის ტექნიკით, ფორმითა და ორნამენტებით. აქვეა სამარხებში აღმოჩენილი სამკაულები და სოფ. ქვემო ქედში აღმოჩენილი ანტიკური ხანის რომაელი მხედრის მუზარადი.
მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური მასალიდან აღსანიშნავია: XIV საუკუნის დასაწყისში მოჭრილი მონღოლური მონეტა, 1762 წლის საქსონიის საჰერცოგოს ოქროს მონეტა, "ყაჯარების დინასტიის" 1814 წლის სპარსული მონეტა, XVIII-XIX სს. რუსული მონეტები და 1935 წელს გამოშვებული გერმანული რაიხის ფული, ფაშისტური გერმანიის სვასტიკით.
ეთნოგრაფიულ ექსპონატებს შორის შეხვდებით - მუსიკალურ საკრავებს, ეროვნულ სამოსს, ხალიჩებს და ფარდაგებს, უნიკალური ორნამენტებით.
მუზეუმში დაცულია გასული საუკუნეების ხელნაწერები და იშვიათი გამოცემები; ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ვერცხლის ნაკეთობანი, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. 10
დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი
დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი სოფ. წითელწყაროში, პატარა რუსულ სახლში მდებარეობს, რომელიც ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცრის, გრიგორ ნეჩვოლოდოვის საკუთრება ყოფილა. რუსი ოფიცერი, დრაგუნთა პოლკთან ერთად, 1813 წელს ჩამოვიდა დედოფლისწყაროში და აქ დასახლდა. ნეჩვოლოდოვების სახლი პროგრესულად მოაზროვნე ქართველ და რუს მოღვაწეთა თავშეყრის ადგილი ყოფილა. ამ სახლში 1929 წელს თავის ძმასთან ყოფილა ჩამოსული დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი.
უფრო ადრე, 1858 წელს, სახლმა დიდ ფრანგ მწერალს - ალექსანდრე დიუმას უმასპინძლა. დედოფლისწყაროში სტუმრობისას დაუწერია, ასევე გამოჩენილ რუს მწერალს, მიხეილ ლერმონტოვს თავისი შესანიშნავი ნაწარმოები "დემონი". არსებობს ცნობაც, რომ აქ იმყოფებოდა ცნობილი ესპანელი სამხედრო მოღვაწე ვან გალენი. მუზეუმში ნეჩვოლოდოვების პირადი ნივთებია დაცული.
მისამართი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. წითელწყარო.
რაღაცეები გამორჩენიათ!
* * *
რას არ გადააწყდები ადამიანი, ნახეთ აბა:
http://www.fereidani.ge/31_chemze/31_chemze.html
ერიჰაა...