ტიბაანის ენა და დიალექტი
by ტასო ქეშელაშვილი — last modified 2008-11-04 06:38
ქართლურ_კახური კილო ყველაზე ახლოსაა სალიტერატურო ენასთან. ხშირად კუთხური გამოთქმები დიალოგებში ხმოვანფუძიან საკუთარ სახელებზე “ი” ხმოვნის (სახელობით ბრუნვის ნიშნის) ხმარება. მაგ: მაყვალაი, გივიაი, ან კიდევ ბოლო ხმოვნის დაკლება.
საუბრისას გამოიყენება “ჯო” მამაკაცთან მიმართებაში, ხოლო ქალებთან “გო”, აგრეთვე შორისდებულად “ქაა”, რომელიც სხვადასხვა კონთექტში გამოიყნება.
ტოპონიმიკა
კამბეჩოვნის(ქიზიყის) ტოპონიმიც წარმომავლობითა და სტრუქტურით ტრადიციულია. მართალია ჩვენამდის თვდაპირველი სახითა და ნომენკლატურით სრულად არ მოღწეულა, მნიშვნელოვანი ცვლილებაც განუცდია, არაქართული ელემენტიც ბლომად შემორევია, ახალი საკმარისად შემატებია, მაგრამ მისი თავდაპირველი ფონდის საგრძნობი ნაწილი მაინც ჩარჩენილა ხალხის ხსოვნაში. ადგილობრივ ტოპონიმთა ეკზემპლიფიკაცია ქიზიყური ინოვაციებით უნდა შევძლოთ. გასათვალისწინებელია ორი შესაძლებლობა, ერთი თვით ქიზიყის ლანდშაფტია, მისი მიწა_წყალი, რელიეფი, დასახლებული და დაუსახლებელი ზოლები, ქალაქები და დაბები, ჰიდრონიმები და ორონიმები თავიანთი ენობრივი ნიშან_თვისებით. ბევრი ტოპონიმი მსგავსი და ერთგვარი წარმოებისაა, საერთო ქართული მოდელის მიხედვითაა წარმოქმნილი. ეს პირველ რიგში იმისთანა ტოპონიმებზე ითქმის, რომელსაც ახლავს ხევი, წყალი, სერი, წყარო, მთა და სხვ. მეორე კი ტრადიციული ფონდია, რომელშიც გვაქვს უძველესი და უახლესი ფენები. უძველესი ფენისაა ანაგა, ბოდი, ხირსა, იორი და სხვ. უახლესი კი _ გვიან წარმონაქმნი სიტყვები და გამოთქმები: ჯუგაანი, ოზაანი, ტიბაანი, თავგატეხილა, ნაბაღრევი, სანუშე და სხვ. ორივე ფენა ამჟამად თანაარსებობს და ერთმანეთს ავსებს.
ჯუგაანის ტიპის ტოპონიმები ახალწარმოქმნილად უნდა მივიჩნიოთ. იმის გამო, რომ მათი გაჩენა გვარების დასახლების ზოლებს უკავშირდება. თავდაპირველად დასახლებული პუნქტის სახელი გვარს არ უკავშირდებოდა, უპირატესად მიზანში იყო
ამოღებული ლანდშაფტის თავისებურება, რელიეფთან მიმართული წარმოდგენილი.
სოფელ ტიბაანის ირგვლივ 80 სახელწოდება მაინც არის, რომელთა უმრავლესობა ტიბაანის ისტორიულ წარსულთანაა დაკავშირებული.
სოფლის ტერიტორიაზე: ტიბაანი, პრასიანი, ბანდიაური, ქვათახევი, ციანი, კოღოს ხევი, პაპის ხევი, ტიკაანთ ხევი, ზემო ხევი, ბულაური, საღარიბო, კეკას ტყე, ხირსა, ხირსის წაყალი, ხირსის მონასტერი, კვირაცხოვლის ეკლესია, მთავარანგელოზის ეკლესია, ყოვლადწმინდის ეკლესია, მაისის წყარო, ნაკოშკარი, ფოთოლა ტყე.
სოფლის აღმოსავლეთით მდებარე ტყის ტოპომიმიკა: ნიშანა_სახლარი, ფათალოანი, სამგლე გორი, აყალოანი, ბროწლიანი, ღვიაანი, ნამგლები, ნაწყაროანი, გრძელველი, ბაყალიანი, საყარაულო წვერი, კალოაანთ ხევი, დათოს ხევი, ბოლოშეკრულა.
შინა მინდვრის ტოპონიმიკა: ბუტრანაანები, ლამები, ვენახების ბოლო, კალოები, ბულაყები, კოშკაანები, სანუშეები, ნაღვარლები, ნაგომრები, ჩასაქანი.
წყარო:
http://skola.edu.ge:8080/Lemill/content/10...e510e210d8/view