gattus2ალეკო კარგად თამაშობდა კი.. გალოთება უფრო არა - მაგრამ პლანი, ძველ ბიჭობა, საქმეების გარჩევა და.. ფეხბურთი უკვე მისთვის გრეხი იყო. კაი ტიპია - ჩამოსული ვიყავი და ვნახე.
სვანი - სვანი მართლა ჯიგარი კაცია. შენ წარმოიდგინე, რამდენი ხანი ვიყავი ჩამოსული მანდ და.. ვერ ვნახე. ის, რომ მირეკავდა და ეცალა, მე ვერ ვიცლიდი - მე ვურეკავდი და სულ ან მანქან ყავდა გაფუჭებული ან რაღაც.. ვერ მოვახერხე ნახვა.
ხიზანა უჯიგრესი კაცია - მე ლევანი როგორ გავიცანი იცი? ჩხუბით.. ფეხბურთს ვთამაშობდით და.. წავაქციე შემთხვევით და გამეჭიმა.. მეც არ დავზოგე და გავარტყი. მერე შეგვარიგეს და იმ წელს ერთ კლასშიც აღმოვჩნდით.. ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით.. კარგი ბიჭია.
თორნიკეზე რა გითხრა.. სახელი და გვარი ვიცი მარტო ფაქტიურად. არ მქონდა ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა. მხოლოდ ფეხბურთით გვქონდა შეხება, მიუხედავად იმისა, რომ კლასელი იყო.
მე სახლში მაქვს ჩემი გუნდის სურათი.. სოსოსთან, რომ ვვარჯიშობდი, იმ გუნდის. უფრო სწორედ, შეგვაერთეს რამდენიმე გუნდი და თამაში გვქონდა სადღაც.. გადაპარსულ, გადაყვითლებულ სტადიონზე - მგონი ხიმიკების იქით.. ხოდა წავაგეთ სამარცხვნო ანგარიშით - 13 : 1. ხოდა.. იქ გადაღებული ფოტო მაქვს ერთი ცალი და დავასკანერებ.. დავდებ აქ და გაჩვენებ.
-
მანამდე ჩემს სურათსგამოგიგზავნი, შენ თუ მიცნობ, ისეთს, როგორიც ვიყავი მანდ თორემ, ეხლა შეცვლილი ვარ.. მაინც გამოგიგზავნი ახალს და, გავალ ჩემს სახლში და მოვძებნი გუნდის სურათსაც.. ჩემი კლასის (ფეხბურთელების სურათსაც) მაქვს ეგეც და.. გაჩვენებ.
ხო ჭიჭიბოშვილი, კოლეჯში სწავლობდა. მე - 7 და მე - 8 კლასი იყო ჩემს კლასში გიმნაზიაში.. ფეხბურთს ესეც თამაშობდა, მაგრამ ცოტა ხანს.. შეიძლება არ იცნობდე. სოსო თავბერიძეს არსად არ უთამაშია

ეგ ბლუყუნაც კაი ტიპია.. ლაშას ძმაკაცია.. მაგრამ მისი ძმა თამაობდა, გიორგი თავბერიძე. ეხლა ოჯახით ესპანეთში ცხოვრობენ და გიო იქ თამაშობს მადრიდის გუნდშია, თავის ტოლებში.
This post has been edited by რუსთაველი on 30 May 2008, 23:25