გამარჯობათ

მეც შემოგიერთდებით..

2 წელიარაც რუსთავში ვცხოვრობ, ხოოოდა, კარგა ხანი მარტო სახლიდან თბილისის მარშუტკამდე და პირიქით ვიცოდი გზა, არც ეხლა წავსულვარ მაინცდამაინც შორს, მარა თბილისის მარშუტკების რამდენიმე სადგური დავამუღამე

ცხენებიც ვიცი რა თქმა უნდა

უნივერმაგი და რუსთავის სასტუმროც და კიდე რამდენიმე გზის სახელიც

ისე თავიდან ძალიან გამიჭირდა, ახალ რუსთავში უბნები ძალიან გავს ერთმანეთს, ჩემს კორპუსს ძლივს ვცნობდი პირველი 2 კვირა
* * *
და რა მაინტერესებს, ეს ქარხნები რო გვაქვს აქ, და რო გვაბოლებს და გვწამლავს, თუ იცით ფილტრავენ მაგ საკვამურიდან გამოსულ კვამლს?

ანუ სტანდარტები დაცულია? სად შეიძლება გავიგო ეს ამბავი?
და კიდე ამ რუსთავის წყალს ვერაფრით შევეგუე, თქვენ გეცოდინებათ ვარგა თუ არა ეგ წყალი, ვეღარ გავიგე, ზოგი რას ამბობს, ზოგი რას

ჩემს მეზობელს პატარა ბავშვი ყავს და ექიმმა უთხრა რუსთავის წყალი არ დაალევინოო