* * *
გონიოს ციხე
* * *
ძველი ბათუმი
* * *
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. რომელსაც სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა.
ფართობი შეადგენს - 2900 კვ.კმ-ს, (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 4,2%) ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარა, აჭარის ხევი ან ხეობა. სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება და სავარაუდოდ იგი დაკავშირებულია გეოგრაფიულ სახელთან - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე სიტყვა წარმოდგებოდეს "ჭანიდან" და ნიშნავდეს "საჭანოს". ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში აჭარის ტერიტორიაზე გადიოდა სახმელეთო, საზღვაო და სამდინარო გზები, მათ შორის, ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც ისტორიულ საქართველოს ქართლის სამეფოს ძლიერების ხანაში პონტოს სანაპიროებს ფაზის-რიონის, მდ. მტკვრის, კასპიის ზღვისა და შუა აზიის გავლით სპარსეთთან, ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.
ადრე ელინისტური ხანიდან (ძვ. წ. IV-II სს.) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად აჭარაც ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია. მემატიანის ცნობით, ფარნავაზ მეფის (ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე) დროს იგი შედიოდა ოძრხის ერისთავის საგამგებლოში.
აჭარის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია გვიანი ანტიკური ხანა (ახ. წ. I-IX სს.). ამ პერიოდში დაწინაურებულ საქალაქო ცენტრად იქცა გონიო-აფსაროსი, რომელსაც ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, თეატრონი და იპოდრომიც ჰქონდა.
XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომაც რეგიონში XVII საუკუნის მიწურულიდან დაიწყო მუსლიმანური რელიგიის გავრცელება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ ძირითადად შეინარჩუნა ეროვნული ტრადიციები, მშობლიური ქართული ენა, ყოფისა და კულტურის ძირძველი ელემენტები. მხარის ოსმალთაგან გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომაც რეგიონში XVII საუკუნის მიწურულიდან დაიწყო მუსლიმანური რელიგიის გავრცელება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ ძირითადად შეინარჩუნა ეროვნული ტრადიციები, მშობლიური ქართული ენა, ყოფისა და კულტურის ძირძველი ელემენტები. მხარის ოსმალთაგან გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი 1921 წლიდან აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში. აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დროშა, გერბი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც ირჩევა 4 წლით. უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა ლევან ვარშალომიძე.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დაყოფილია შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად:
ქალაქი ბათუმი
ქედის რაიონი
ქობულეთის რაიონი
ხელვაჩაურის რაიონი
შუახევის რაიონი
ხულოს რაიონი
* * *
ბათუმი
ბათუმი-აჭარის დედაქალაქი.წრმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს,გამომდინარე იქედან, რომ აჭარის დედაქალაქს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს, 1962 წელს არქიტექტორების ნოვაკოვისა და კრემლიაკოვის მიერ 1962 წელს აგებულ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დიდი წყალწყვის გემები შემოდიან, 1983 წელს, ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანამ, ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.
აჭარის დედაქალაქის შესახებ პირველ ცნობებს მე-4-ე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში ვხვდებით, არისტოტელე კოლხეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქს "ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ამავე სახელწოდებით იცნობდნენ ბათუმს რომაელი მწერალი პილინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე, "ბათუსი" ბერძნულიდან ქართულად თარგმანში "ღრმას" ნიშნავს.სავარაუდოდ ქალაქის სახელწოდებაც, მის ღრმაწყლიან ნავსადგურთან უნდა იყოს კავშირებული.
ბათუმის შემოსასვლელში, მდ. ყოროლისწყლის მიდამოებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ მოსახლეობა ამ ადგილებში ძველი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე ათასწლეულების მიჯნაზე ცხოვრობდა და მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა. ძველი ქალაქის ცენტრად, თამარის დასახლებაში მდებარე "თამარის ციხედ" წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენადა.
ქრისტეშობიდან მეორე საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა. V საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასალმა ქალაქი თავის სამფლობელოს შემოუერთა. VI, VII, VIII საუკუნეებში ბათუმსა და მის შემოგარენს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები განაგებდნენ. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო.
ქართველთა ერის გაერთიანებისა და საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ,ბათუმი და მთლიანად აჭარა კლარჯეთის შემადგენლობაში შედიოდა და მას ერისთავი მართავდა. შემდეგ ამისა აქაურობას გურიელები დაეპატრონენ, XV საუკუნეში, კახაბერ გურიელის დროს,ეს ტერიტორია თურქებმა მიიტაცეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მალევე აღადგინა როსტომ გურიელმა, თუმც კი მცირე ხნით, რადგან 1564 წელს თურქებმა კვლავ შესძლეს ლაზეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ხელში ჩაგდება. "ბათოგანში" ( როგორც ისინი ბათუმს ეძახდნენ) მათ უკვე სათავდაცვო ნაგებობები ააგეს. 1609 წლს მამია გურიელის მიერ ქალაქის მცირეხნიანი გათავისუფლების მიუხედავად, აჭარა ხანგრძლივი დროით მოექცა მუსლიმი მეზობლების მმართველობის ქვეშ. თურქებმა ბათუმი ლივას ანუ სინჯიყის მთავარ ქალაქად აქციეს. ბათუმის სინჯიყი, ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან ციხისძირამდე ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამ პერიოდში, ოსმალთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად მოიკიდა ფეხი ამ ჭეშმარიტად ძირძველ ქართულ კუთხეში მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ.
1873 წლიდან ბათუმი ლაზეთის საფაშოს მთავარი ქალაქი იყო.რომელსაც უშუალოდ ტრაპიზონის გენერალ-გუბერნატორის დაქვემდებარებაში მყოფი სინჯიყის თავი მართავდა.წლების მანძილზე ქალაქი "პორტო-ფრანკოს".სტატუსსაც ფლობდა, რამაც მისი იერსახის ევროპულ ყაიდაზე ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
1921 წლის 21 მარტს გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით გამართული ბრძოლის შედეგად ქართველებმა ოსმალები განდევნეს და ხანგრძლივი განშორების შემდეგ, აჭარა და მისი დედაქალაქი ბათუმი კვლავ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა.
დღესდღეობით აჭარის დედაქალაქი ტიპიური ევროპული სტილის ქალაქს ემსგავსება, ღია კაფეებით, ლამაზი სახლებით, ღირსშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა, ზღვისპირა პარკი ე.წ. "ბულვარი",რომელის ტერიტორიაც ბოლო ორი წლის მანძილზე 1,9 კილომეტრიდან, 5 კილომეტრამდე გაიზარდა და დღეს იგი თითქმის მთლიანად ეკვრის ქალაქის სანაპირო ზოლს, კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბათუმის ბოტანიკური ბაღი. რომელიც უნიკალურია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი გაშენება 1885 წელს ცნობილი აგრონომ-დეკორატორის, დალფონსის ხელმძღვანელობით დაუწყიათ რუს მოაგარაკეებს. დელფონსს სურდა რომ აჭარის ფლორა საფრანგეთის რივიერისთვის დაენსგავსებინა, სწორედ ამ მიზეზით შემოიტანა მან საფრანგეთიდან სხვადავსხვა ეგზოტიკური ჯიშის მცენარეები რომლითაც დღეს დღეობით ბოტანიკური ბაღი ამაყობს
This post has been edited by gatuzo on 20 May 2008, 13:11