ასეთი ტიპის თემებში სასტუმროების შესახებ ჩვენი აზრები გავუზიაროთ ხოლმე ერთმანეთს, ურიგო არ იქნება.
მე ვიყავი 2 დღით (დღეს ჩამოვედი) სიღნაღში სასტუმრო
"ხალიჩების სახლში" და და ჩემი გამოცდილების შესახებ მოგიყვებით.
პირვლი პლიუსი, რაც თვალში მოგვხდა, ესაა უდაოდ ლამაზი კონცეფცია, რომელიც ვიზუალურად ზუსტადაა განხორციელებული: სასტუმრო ვინტაჟის სტილში, კედლების ნაწილი აგურით ნაშენია, მოუპირკეთებელი. მათ დასათბობად ხელით ნაქსოვი ხალიჩებია გამოყენებული. შემოსასვლელი, კორიდორი, ოთახები და რესტორანი ყურადღებას იქცევს კონცეპტუალური გადაწყვეტით, მაგრამ არაა გადატვირთული და დამღლელი. ასევე ერთობ სიმპატიებით განვეწყვეთ ადმინისტრატორი (ალბათ ესაა მისი პოზიცია) ქერა ქალბატონის მიმართ, რომელმაც ღმილით მიგვიღო, მოთმინებით დაელოდა ჩვენს არჩევანს და შემდგომშიც მუდმივად თავაზიანი იყო.
პლიუსები აქ დამთავრდა! მინუსების ჩამოსათვლელად ერთ-ერთი საიტიდან გადმოვიტან იმ ჩამონათვალს, რაც ამ სასტუმროს საკუთარ სერვისებში უწერია, და გავუკეთებ კომენტარებს.
მომსახურება ნომრებში:> კონდიციონერი (არ ვიცი, ნოემბერში ვიყავით და კომენტარს ვერ გავაკეთებ)
> ინდივიდ. კლიმატ კონტროლი (დაახლ. 30 კვ.მ.-მდე ნომერში იდგა 1 ცალი დენის გამათბობელი, რომელიც საკუთარ თავს ძლივს ათბობდა. მე პირადად გავიყინე. ცენტრალური გათბობა არ იყო ჩართული. ჩავთვალეთ, რომ ეკონომიას აკეთებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ეს მხოლოდ "ინდივიდ. კლიმატ კონტროლი"-ს სისტემის ნაწილი იყო - ცენტარლური გათბობა რომ ჩაერთოთ, შემდეგ ხომ ინდივიდუალურად ვეღარ გააგრილებდა ოთახს ვინმე მონდომებული მორჟი

)
> მდიდრული საწოლები (კიდევ ერთი დიდი ტყუილი - ჩვეულებრივი, საკმაოდ არაკომფორტული საწოლები უხეში "ჟატის" თეთრეულით)
> აბაზანა (ციოდა. ცხელი წყალი პირველ დღეს ვერ ჩაგვირთეს. მეორე დღეს კი საკმაოდ გრილი წყალი იყო. და ეს იმის ფონზე, რომ საკამოდ გრილოდა სააბაზანო ოთახში)
> თმის საშრობი (ნამდვილად არ იყო იმ 3 ნომერში, რომლებიც მე ვნახე)
> ფერადი ტელევიზორი (ამას ვერ დაუკარგავ. დეკოდერიც ჰქონდათ და არხების მრავალფეროვნებაც. თუმცა ვერც ტელევიზორი ჩაგვირთეს პირველ დღეს)
> მაგიდა და სკამები (ჩვენს ოთახში იყო. მეგობრის ორადგილიან ნომერში კი - არა)
> ტელეფონი (არ მუშაობდა)
მომსახურება სასტუმროში:> მოსასვენებელი დარბაზი (ნუ.... ალბათ ჰოლს გულისხმობდნენ. ჰოლში ნამდვილად იდგა სამეული)
> ბიზნეს მომსახურება (არ ვიცი რა იგულისხმება - ჩვენთვის არაფერი შემოუთავაზებიათ)
> ინტერნეტი (მაგთიფიქსის ინტერნეტი, რომელზეც თავიდანვე გაგვაფრთხილეს - სიჩქარე იდმენად დაბალია და იმდენად ცუდად მუშაობს, აზრი არ აქვს გამოყენებასო)
> რესტორანი (ძალიან მწირი დილის საუზმე, უაზროდ მაღალი ფასები, უგემური საჭმელი)
> საკონფერენციო დარბაზი (არ ვიცი, ალბათ აქვთ)
> 24 საათიანი მომსახურება (კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეჭვქვეშ ვაყენებ - ჩვენი შესახლების დღეს ვერც ტელევიზორი გამოგვისწორეს და ვერც ცხელი წყლის პრობლემა. ეს არ შედის მოსმახურებაში ვითომ?!)
და კიდევ - ერთობ არათავაზიანი სანტექნიკოსი, რომელიც ოთახში დაუკაკუნებლად შემოგვივარდა ანთებული სიგარეტით ხელში.
4 ვარსკვლავი ნამდვილად არ ეკუთვნის ამ სასტუმროს - ჰა და ჰა 2 ვარსკვლავზე გაქაჩოს. მე პირადად არ ვუწევ რეკომენდაციას.
This post has been edited by Taboo on 23 Nov 2009, 21:54