რავი აქამდე რაც თქვეს გააკეთესდა....
თავიდან რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში,სულ სხვა მოთხოვნები მქონდა
მაგ; შუქი 31 დეკემბერს,1 და 2 იანვარს მქონდა ხოლმე...წყალი 2 კვირაში ერთხელ....მაშინ ვოცნებობდი შუქზე 6 საათიანი გრაფიკით,წყალი ერთ კვირაში ერთხელ და გზების გაკეთებას ჯერ არ ვითხოვდი...ფუფუნებაა მაინც

რატომღაც მეგონა რომ თუ ეს ყველაფერი იქნებოდა ბედნიერი ვიქნებოდი
ხოდა მახსოვს,მიშას წინაასაარჩევნო პროგრამას რო ვეცნობოდი 2003-ში..მეთქი ეს ვის ატყუებს,24 საათი ელექტრო ენერგია არა ზმარტლი,6 საათი მოგვცეს-თქო...ხოდა მთელმა ოჯახმა დავუჭირეთ მხარი

მერე როცა გავიდა ერთი -ორი წელი,აღმოვაჩინე რომ უწყვეტი ელექტოენერგია არ ყოფილა ბედნიერებისთვის საკამრისი...არც კარგი გზები....
ხოდა ახლა მინდა ევროპულ ქალაქად აქციოს ქუთაისი,ზუგდიდი...ფოთი....იმედია ამასაც მიაღწევს
ესეც თუ გააკეთეს,მერე საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 ევრო შემოსავალს მოვითხოვ;D
მოკლედ,5 წლის წინ რაც იყო პროგრამა(ძლიერი ჯარი,ელექტოენერგია,გზები,განათლების სფეროში კორუფციის მოსპობა,პენსიების გაზრდა) შეასრულეს და იმედი მაქ ამ დანაპირებებსაც შეასრულებენ
არ შეასრულებენ და სხვას მივცემ ხმას მომავალ არჩევნებში
ქუთაისში დაბრუნებას რაც შეეხება,მეც სიამოვნებით დავბრუნდებოდი,მაგრამ ჯერ ასე უცებ ვერ გაკეთდება ყველაფერი....შედეგს 5-6 წელიწადში დავინახავთ..
This post has been edited by George:) on 23 May 2008, 17:53