Flasherნუ აოფებ რა

ხო ისა და რაც შეეხება გურიას
ღირსშესანიშნაობები გურია ოდითგანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვითმყობაფდობის მქონე, მდიდარი სასიმღერო ტრადიციებით. შესრულების მხრივ ურთულეს, გურული ფოლკლორის ნიმუშებს, განსაკუთრებით კი საყოველთაოდ ცნობილ გურულ კრიმანჭულს, არაერთგზის გამოუწვევია უსაზღვრო გაოცება და აღფრთოვანება უცხოელ მსმენელში.
გურიის ტერიტორია მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. სოფელ ხვარბეთში აღმოჩენილია 250 000 წლის წინანდელი, უძველესი ნამოსახლარები. რეგიონის სხვადასხვა სოფლებში კი დაფიქსირებულია ახალი ქვის ხანის, ნეოლითის დროინდელი, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის ძეგლები.
შემოქმედის ზარზმა-ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედში მდებარეობს, ფერისცვალების სახელობის ტაძარი - "შემოქმედის ზარზმა". ჩვენამდე მოღწეული, გოგიტიძეთა გვარის ძველი ისტორიული საბუთიდან ვიგებთ, რომ 1577 წელს, როცა სამცხეში თურქები შეიჭრნენ გურიის მთავრებს, გურიელებს სპეციალურად აუშენებიათ "ზარზმის საყდარი შემოქმედს", რათა იქ სამცხიდან თურქებს გამორიდებული, ცნობილი "ზარზმის ფერისცვალების ხატი" და სხვა განძი გადაეტანათ.
ჯიხეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - (ამჟამად დედათა მონასტერი). მდებარეობს ლანჩხუთის რაიონში. ტაძრის აგების ზუსტი თარიღია 1896 წელი.
ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი - მდებარეობს ოზურგეთის რაიონში, დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მკვლევარები მას "შემოქმედის ზარზმაზე" ადრინდელად მიიჩნავენ.ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა, შიდა სივრცის მოხატულობა XVI-XVIII საუკუნით თარიღდება. ჯუმათის მონასტერში მრავალი ძვირფასი ხატი ინახებოდა, მათ შორის აღსანიშნავია, წმიდა გიორგის ხატი, რომელზეც წმინდანი მთელი ტანით, უცხენოდაა გამოსახული. ტაძრიდან 1921 წელს გატაცებული ამ ხატის ზოგიერთი ფრაგმენტი, დღეს-დღეობით ერმიტაჟში ინახება. წლების მანზილზე ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. აქ იყო მეტროპოლიტის კათედრა, რომელიც 1776-1777 წლებში აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქმა აღადგინა.
გურიის უდაბნოს სავანე - გურიის უდაბნოს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუა-ამაღლების ერთ-ერთ ციცაბო ქედზე. ეს სამონასტრო კომპლექსი უძველესია გურიაში. მონასტრის ტერიტორიაზე, კლდეში, გამოკვეთილი იყო ბერების სენაკები. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ კლდეში ნაკვეთი ეკლესია (მეექვსე საუკუნისა). უდაბნოს სავანე ქართული კულტურის კერა იყო.აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა მნიშვნელოვანი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა. მონასტერი ასევე ამაყობდა მდიდარი წიგნთსაცავით.სწორედ აქ ინახებოდა ცნობილი "უდაბნოს მრავალთავი".
წყარო:
დიასპორა This post has been edited by amadeus on 6 May 2008, 16:20