ჩემს სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი (პირობითი სახელით) ჟორჟიკა
ჟორჟიკას ძალიან გრძელი კისერი ჰქონდა, იმდენათ გრძელი რომ სოფელში ჭორიც დადიოდა ანატომიის მუზეუმმა იყიდა წინასწარ მისი სხეული და კონტრაქტიც დაუდო სიკვდილის მერე სასაფლაოს მაგივრად ჩვენს მუზეუმში დაგასვენებთო

ამ ჟორჟიკას მეზობლად ცხოვრობდა ერთი ოჯახი
კალანდა იყო და ამ ოჯახში მივიდა უნარიე ჩხაიძე სტუმრად (სოფლის კოლორიტი იყო)
დიასახლისმა გაახაზირა სუფრა.
ინდოურის საცივიც იყო სუფრაზე
უნარიამ ერთხელ გადაიღო საცივი და შეხვდა კისერი, მეორეჯერაც კისერი მოუწია და მესამეთაც კისრის ნაჭერი შეხვდა.
უცებ მიუბრუნდა მასპინზელს და ეუბნება.
_თქვენ ჟორჟიკა ხომ არ დაგიკლავენ კი მარა? რა ამბავია ამდენი კისერი საცივშიო
F. P. D
http://www.panoramio.com/user/2121147