კიიი, დავდევი..... მოიცა მოგიძებნი

მასალა გახლავთ გურიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელნაწერთა არქივიდან:
,,ჩიჩილაკის ახდა;
საახალწლო ატრიბუტებს შორის ჩიჩილაკს განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილი ეჭირა. ჩიჩილაკის სახელწოდების ქვეშ იგულისხმება ნედლის ხის ნაწარმი, რომელზედაც შეთლილია დახუჭუჭებული მერქნის თხელი თასმები.
ჩიჩილაკის ახდას, ანუ დამზადებას აწარმოებდნენ ხარბად ნაზარდი (მოზვერა), დაუტოტავი (უტოტო) თხილის, წაბლის ან ლეღვის ახლად მოჭრილი მაჯის სიმსხო ღეროებიდან. აღნიშნულ ღეროებს მოთუთქვავდნენ (გაავლებდნენ) ნაღვერდალში, გააცლიდნენ ლაფანს (კანს) და შემდეგ მახვილი დანით ღეროს ძირიდან ზევით აათლიდნენ მერქნის თხელ და გრძელ თასმებს (ერთი მილიმეტრის სისქე) და თითოეულ ღეროზე მრავალ ასეთი კულულა თასმები უნდა ყოფილიყო ჩამოკიდული. შემდეგ დასადგმელად მას გაუკეთებდნენ სამფეხას და წვეროზე ზევიდან ქვევით ჩამოათლიდნენ, ასევე ანალოგიურად გაუკეთებდნენ მოკლე თასმების ქოჩორს.
წინით გურიაში იშვიათი იყო უჯახი სადაც არ იცოდნენ ჩიჩილაკის ახდა
ჩიჩილაკის შესახებ არავითარი ცნობა არ მოეპოვებოდა არც მცხოვან ლედიქსიკოგრაფ სულხან-საბა ორბელიანს და არც ვახუშტი ბატონიშვილს, რაც საბაბს გვაძლევს დავასკვნათ, რომ საახაწლო რიტუალის შესრულებას მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მისდევდნენ, უკანასკნელ დრომდე და აქედან განასაკუთრებით გურიაში და სამეგრელოში.
ძველი ხალხური გადმოცემით ჩიჩილკი მზის ემბლემას წარმოადგენს და მისი ქვემოთ დაშვებული კულულა და ოქროსფერი თასმები მზის სხივების სიმბოლოები არიან.
მზე სიცოცხლის წყაროა. ,,მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი, აგერ გორავსა". მზე დედამიწას უხვად აფრქვევს თავის მხურვალე, ოქროსფერ სხივებს. მცენარის ზრდა-განვითარების ყველა ფაქტორები მზიდან გამომდინარეობენ და ყველა ამის შესახებ ჩვენ ოდნავადაც კი არ გვეპარება ეჭვი, რომ მზის როლი და სილაღე ზუსტადაა შეგრძნობილი პირველყოფილ საფეხურზე მდგომი ადამიანების მიერ.
დაამთავრებდნენ თუ არა ამ უკანასკნელის ახდას, შეუდგებიან ამ უკანასკნელის მორთვას.
ჩიჩლაკის ატრიბუტებში შედიოდნენ: თხილის მამრობითი ყვავილები, ყლორტებზე ჩურჩხელებად დაკიდებული ყვითელი მტევნების სახით, ეკლის ალვისფერი ნაყოფების სფერული ფორმის მტევნები, აყოფებიანი სუროს ყლორტები, საზამთროდ დაჩამიჩებული ყურძნის აკიდოები, ჩურჩხელები, ნარინჯის, ბროწეულის, ვაშლის და მსხლის ნაყოფები. ჩიჩილაკის პატარა ყვავილიანი პური და ოჯახში დამზადებული აბრეშუმის ძაფის ლანდი".
მუზეუმების და არქივების სიყვარულში სხვადასხვა მასალას ვფლობ გურიაში საახალწლო რიტუალებთან დაკავშირებით ხომ არ გამეზიარებინა თქვენთვის?
გმადლობთ ყურადღებისათვის
This post has been edited by guria:) on 10 Dec 2007, 01:46