განსაკუთრებით რაჭველების პოსტებს ეტყობა ეგ სინატიფე და მახვილგონიერება.
მოკლედ, რაჭველების გადამკიდე, ჩეთად და თალპიონად იქცა აი თემა და პაწა რომ მივაბრუნოთ თავისი პირვანდელი დანიშნულებისკენ, ორ ცოცხალ გურულ ანეგდოტს, ანუ რეალურად მომხდარ ამბავს მოგიყვებით. ცნობისათვის - ორივეს ავტორები ლანჩხუთელი ქალბატონები გახლავან.
ერთ მათგანს - ციალას იმდენად დიდი მკერდი აქვს, ხუმრობით კვარაცხელიას ჯიშის ქალს ეძახიან.

ერთხელ გახდა თურმე ეს თქვენი ციალა ავად - გულმა დაუტოკა და წევს ლოგინზე გათხლაშული, ეს თავისი სანაქებო ძუძუები კიდე აწყვია გულზე ბამბის კვახივით. გამოუძახეს სასწრაფოს, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი ექიმი მოჰყვა. თურმე ამ ბიჭმა მორიდებით უთხრა, ქალბატონო, გული უნდა გაგისინჯოთ და თუ შეიძლება, მკერდი გადაიწიეთო. ციალამ მოაბრუნა თავი და, შვილო, მ,აგხელა მკერდის ქიჩავი რო შემეძლოს, შენ კი არ დაგიძახებდი საშველადო.
ეს ამბავი ერთ ჩემს ნაცნობს ამ რამდენიმე წლის წინ შეემთხვა, როცა საქართველოში ილიჩის ნათურა გაგვინატრდა და გაგვიდეფიციტდა.
ადრიანი გაზაფხულის ძაან თბილი, მაგრამ უშუქო საღამო იყო, როცა აბაზანიდან გამოვიდა ხალათმოსხმული. ვიდრე ის ბანაობდა, ამასობაში მეზობლად ცოლ-ქმარს ჩხუბი აუტეხია, კლავენ ერთმანეთს. არის თურმე ერთი წივილ-კივილი და გაწევ-გამოწევა. ამ ქალს ცალკე ქმარმა უთხრა, ცალკე - შვილმა, გადადი ერთი, ქალი ხარ და ეგება შენ დაგიჯერონ, თვარა დაწყვიტენ ერთმანეთიო. წავიდა თურმე ნათელა ისე ხალათის ამარა და მოინდომა მანდილის ჩაგდება, მარა ვინ უყურებს ამის მანდილს - ცოლ-ქმარმა ლამის კბილებით დაჭამონ ერთმანეთი. ნატელე ხან ერთს აანამუსებს, ხან - მეორეს, მაგრამ შედეგად ის მოიმკო, რომ გაბრაზებული ქმარი მოუტრიალდა და ცოლის მაგივრად ამას ამოსცხო ისეთი პანჩური, ნათელამ, გავფრინდი და ცხირ-პირით დავასკდი მიწას, წამომემხო ხალათი თავზე და იმ სიბნელეში ჩემი თეთრი ნიფხავი ანათებს მთვარესავითო.

ცოლ-ქმარმა მაშინვე შეწყვიტა ჩხუბი და ორივე ვიშვიშით მივარდა ნათელას წამოსაყენებლად.ცხადია, განსაკუთრებით ქმარი უბოდიშებდა. ნათელა წამოიზლაზნა ნელ-ნელა და წამოდგა ხალათის ფერთხვით. ისინი ისე წყნარად დგანან, თითქოს ცხოვრებაში არ ეჩხუბოთ. ნათელამ შეისწორა ხალათი, მოიწესრიგა ტავი და მიუბრუნდა ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს:
- თქვე დალოცვილებო, ჩემი ტრაკის დანახვა თუ დაგაწყნარებდნენ, გეთქვენ და ფანჯრიდან დაგანახებდით, რას მკლავდით მაგიზაო.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".