გაბრიელ ჯაბუშანური _ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი.

კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი და გაბრიელ ჯაბუშანურის ფილმის ბანერი.
https://www.youtube.com/watch?v=yg2jv2dv2iQსრული ქართულენოვანი ვერსია.
სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარიამ ბეჟიტაშვილი
იდეის ავტორი და პროდიუსერი - გელანი ხალუხაევი
2014 წელი.
ფილმი მოგვითხრობს ხევსურეთის მთებში დაბადებული გამორჩეული ქართველი პოეტის ცხოვრებას.
მთავარ დრამატურგიულ ხაზს ქმნის პოეტის მონოლოგი საკუთარი ცხოვრების შესახებ (მის პირად არქივში დაცული მემუარული და ეპისტოლარული მემკვიდრეობის მიხედვით აღდგენილი), რომელსაც პერიოდულად ენაცვლება თანადროული ისტორიული რეალიების შესახებ თხრობა, პოეტის ახლობელ-მეგობართა და ნათესავთა მოგონებები, ლირიკული ჩანართები მისი შემოქმედებიდან, მათ შორის, აქამდე უცნობი ფოტოარქივი და აუდიოჩანაწერები.
ფილმში ასახული ფაქტების გეოგრაფია მოიცავს არამარტო საქართველოს, არამედ არხოტიონი ხევსურების მეზობელ ღილღველთა მხარესაც (ინგუშეთი), სადაც პოეტმა გაატარა თავისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი 17 წელიწადი.
ფილმი წარმოადგენს ინგუში მწერლის გელანი ხალუხაევის და ქართველი ისტორიკოსის, კავკასიოლოგ მარიამ ბეჟიტაშვილის საავტორო პროექტს.
ეს არის ფილმი - ინგუშებისა და ქართველების მიერ გაბრიელ ჯაბუშანურის სახელის უკვდავსაყოფად, მისდამი მადლიერების ნიშნად შექმნილი...
ფილმის ეს ვერსია განსაზღვრულია მხოლოდ ამ არხზე საყურებლად. მისი გადმოწერა და სხვა საიტებზე ხელახლა ატვირთვა დაუშვებელია პროექტის ავტორებთან შეთანხმების გარეშე.