ძვირფასო შენთან შეხვედრა მინდა
და შენს ნაკვალევს ვეძებ მარადის.
ხევსურის შვილი მოსული მთიდან,
ქალამნითა და ჭრელი ხალათით.
ცივი და თანაც ღიმილის მჩენი
რად გამირბიხარ თავის განწირვით,
თუ თანასწორი არა ვარ შენი,
მაჩუქე მაინც გულის ნაწილი.
ჩემს ხევსურობას ნუ დაიწუნებ!
დაფიქრდი კარგო მიხვდე ეგების
მწამს სიყვარულის ძვირფასო მაგრამ
ფეხქვეშ ვერავის ვერ გავეგები!
კვლავ მთებში წავალ უბადლო დენდი,
აქ თუ ვერ ვპოვე გრძნობები სანდო,
რად ამირიე ქალშავავ ბედი?
მე ბედს კი არა სიყვარულს ვდარდობ!
ვდარდობ ჭაბუკი გარდასულ დღეთა
ფიქრები მღლიან შეუბრალებლად.
მე რა ვიცოდი ქართველი ქალი
ქართველი ქალი შურთხის თვალება
თუ ჩამიქრობდი სიყვარულს ადრე
და დამტოვებდი სევდის ამარა.
გადვიხვეწები ჭიუხში სადმე
სადაც არწივი შეკრავს კამარას.