წელს ავიხდინე ოცნება და დავდგი ფეხი ულამაზეს ხევსურეთში-შეუძლებელია არ შეგიყვარდეს

მაგრამ ძალიან მძიმეა იმის ნახვა როგორაა დაცარიელებული მხარე

მურღვაც გავიცანი-საოცარი ადამიანი -ქართველი ხალხის სიამაყეა.
"ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე, ხადუს ბანებზე ნადირნი ხტიან; მთაში ღრეობას მართავენ ტიალს, და ჩემი რაშიც, მიჰყვება ნიავს. ერთად დამდგარან შატილის მთები, გადუკრეფიათ ღრუბლები შავი; ეულად არის ხახმატის ჯვარი, დაჟანგებულა თორღვაის ხმალი. მაგრამ ოდესმე დადგება დღენი, ფშავ-ხევსურები კვლავ იომებენ; გუდანისა და ლაშარის ყმები, წარსულს, სიმღერით მოიგონებენ."