მე ხევსური არ ვარ, მაგრამ მაგ მხარის საოცარი აურა შევიგრძენი. დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვიცხოვრებდი მე რომ ხევსური ვიყო. მე ქართლელი ვარ და ჩემს მხარეში უნდა ვიყო-ხევსურეთში კი ხევსურები უნდა ცხოვრობდნენ. ხევსურეთი უხევსურებოდ ძალიან ცოდოა.

ნებისმიერი სხვა კუთხე საქართველოში სადაც ნასახლარებია დარჩენილი უდიდესი ტკივილის მომგვრელია ჩემთვის. ჩემი სოფელი არაა განსაკუთრებული-იმდენად არის მჭიდროდ დასახლებული- ბუნება არსადაა, მხოლოდ საკუთარ ბაღებში დარგული ხეხილის ხეებია. ბავშვობაში ძალიან მიკვირდა, არა მარტო მე არამედ ოჯახის წევრებსაც რატომ გადაყვა მამაჩემი იმ დანგრეულ სახლს-რომელსაც საძირკველიც კი არ აქვს კარგი- ნამდვილად შეეეძლო სადმე სააგარაკოდ ლამაზ ადგილას აეშენებინა სახლი-მაგრამ ახლა ვხვდები

მამაპაპისეული ადგილის მნიშვნელობას და უზომოდ მიყვარს ჩემი სოფელი-სამწუხაროდ წელიწადში სულ რამდენჯერმე ჩავდივართ.

ყოველ წელს პირობას ვდებთ რომ დავიწყებთ ბაღის მოვლას და ზაფხულობით იქ ვიქნებით-მომავალ ზაფხულს შევასრულებთ პირობას
პ.ს. ვინც წარმოშობით ხევსური ხართ და არ ყოფილხართ ჯერ კიდევ აუცილებლად წადით-არ გეპატიებათ ხევსურეთის უნახაობა
This post has been edited by minerva25 on 18 Nov 2011, 19:55