ბიჭვინთის კომპლექსის მშენებლობა 1959წ დაიწყო და ძირითადი ობიექტები 1967 წლისათვის ჩაბარდა,
ასე რომ შენს ფოტოზე სამოციანების ბოლო წლები უნდა იყოს ასახული.
ეს სურათები სამოცდაათიანი წლების ფოტოალბომიდანაა:
პანსიონატი შუქურა, სახურავზე ახალი შუქურაა, შენობის გვერდით კი ძველი.

ორსართულიანი კორპუსი რომ ჩანს, მანდ სიმპათიური დისკო-ბარი იყო საკმაოდ დემოკრატიული ფასებით:

ეს ბარში ასასვლელია, მგონი

..............
* * *
ახლა ორმოცდაათიან წლებში გადავინაცვლოთ:
ჟოეკვარას ახლადაგებული ხიდი

აქედან გადიოდა საექსკურსიო ღია ავტობუსები რიწის ტბის მიმართულებით. მოგვიანებით მრავალჯერ ავსულვარ რიწაზე მსუბუქი მანქანით, მაგრამ ჭეშმარიტი სიამოვნება ბზიფისა და
იუფშარას ხეობების ბუნების გრანდიოზული სურათების ხილვისა მხოლოდ ასეთი ზანტად
მოძრავი ღია ავტობუსით მგზავრობისას შეიძლება მივიღოთ:

ბზიფის ხიდი :

ხეობა:

მთა რიწის მისადგომებთან, რომელსაც ”ეშმაკის თითი” ერქვა. რუსის გადამდგარი პოლკოვნიკი
რომ ჩანს ფოტოზე, ეგ არის «начальник экскурсий» ანუ ჩვეულებრივი ექსკურსიამძღოლი. ბევრმა ასეთმა უსახლკარო სამხედრომ შეაფარა თავი აფხაზეთს სამამულო ომის დამთავრების შემდეგ.
აქვე სახიფათო მოსახვევი იყო, უცნაური სახელწოდებით, «За Сталина». ამბობენ, შოფერი,რომელმაც მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა, ამ სიტყვების ყვირილით გადაეშვა ხევში. ნეტავ, მაგ უბედურს სხვა არაფერი არ გაახსენდა სიცოცხლის ბოლო წუთებში?

ესეც რიწის ტბა, ექსკურსიის საბოლოო მიზანი. ყველა ეს ფოტო გაზეთ ზარია ვოსტოკას ფოტოკორე
სპონდენტის, მიშა კვირიკაშვილის მიერ გადაღებულია 1950წელს, ერთადერთი ”მამაკაცი” კი ბოლო ფოტოზე მე გახლავართ.

რიწის ტბის ტერიტორია თითქმის ხელუხლებელი იყო ამ წლებში. ერთი პატარა პანსიონატი, რამოდენიმე დამხმარე ნაგებობა, სტალინის აგარაკი და ლეგენდარული რესტორანი-სამწვადე მის გვერდით, ეს იყო და ეს. მართალია ტბაზე უკვე იყო ათამდე საექსკურსიო კატერი ”პობედა”, ამხანაგ სტალინის პირადი მითითებებით დამზადებული, რომელსაც ზუსტად ისეთი საჭე, ტორპედო, ძრავა და სალონი ქონდა, როგორც მის სახმელეთო სეხნიას. მთელი ექსკურსია რიწაზე, კატერით სეირნობის ჩათვლით, რამოდენიმე ათეული მანეთი ჯდებოდა, ანუ ერთი ბოთლი არყის ფასი, არაყზე უფრო იაფი ომისშემდგომ პერიოდში კი მხოლოდ გაზიანი წყალი თუ იყო.
რიწის ტბის კიდევ ერთი ფოტო, უკვე ჩვენი დღეების.

რიწიდან გზა ხეობას მიუყვებოდა უფრო ზევით, ავადხარისაკენ. ორმოცდაათიანების ბოლოს,
სტუდენტობის წლებში, ერთი სეზონი ავადხარის გეოლოგიურ პარტიაში ვიმუშავე, რომელსაც
ცნობილი გეოლოგი, გივი ბააკაშვილი მეთაურობდა. იმხანად ავადხარა სრულიად უკაცრიელი ადგილი
იყო ულამაზესი ხელუხლებელი ბუნებით, აქ იდგა ერთადერთი შენობა- მუდმივად დაკეტილი
პატარა სასადილო საცხენოსნო ტურისტული მარშრუტებისათვის და ათამდე გეოლოგიური კარავი.

ეს კიდევ ერთი ცნობილი საქეიფო ადგილი აფხაზეთში, განთქმული პურმარილით, რესტორანი ეშერა: