GIORGI_KAVTARADZEმერე მე გეთანხმები და ეგვე დავწერე მაღლა შენ ეტყობა სხვანაირად გაიგე.
http://docs.google.com/viewer?a=v&q=cache:...KrKyGhO6eaAgQcAაი ლინკი სამეცნიერო კვლევაა ძაან ბევრი აღმოსავლეთ მთიანეთის გვარების ისტორია მიგრაციების შესახებ.
* * *
ხევიდან აზნაურთა წრის შევსების სხვა მაგალითიც გვაქვს. ბაზალეთის
სოფელ საშაბუროში შაბურიშვილები ცხოვრობდნენ. ისინი ხევიდან არიან
მიგრირებული.
ეთნოგრაფიული
მასალა:
"სოფ.
ბაგაში
მეტწილად
შაბურიშვილებია. ჩვენ მოხევეები ვართ. ეგრე იტყვიან ხოლმე ჩვენი მამა-პაპა.
ყოფილა ერთი მაგარი კაცი. აქ ბოდორნასთან სადმე მომხდარა ბრძოლა. მაგრა
უომია იმ კაცს. შადური ყოფილა. მეფეს მამულები მიუცია ბაზალეთში. აქ
დასახლებულა და შაბურიშვილის გვარი მიუღია. ბაგაში შაბურიშვილები ოც
კომლამდე ვიქნებით. ჩვენი გვარის კაცი სხვაგან არსად მინახია. ძირითადად
საშაბუროს ფარგლებში ვართ. ნაგლიანი, ბაგა და საშაბურო სეართოდ საშაბურო
იყო წინათ". (აკაკი სოლომონის ძე შაბურიშვილი, 47 წლის, 1977 წ.). აზნაური
შაბურიშვილები გიორგიევსკის ტრაქტატის დანართშიც არიან მოსხსენიებულნი
(ქსძ. 1965, გვ. 485): ყველაზე ადრინდელი დოკუმენტი, რომელშიც აზნაურ
შაბურიშვილების გვარი საშაბუროს არის მოხსენიებული, 1669 წლით
თარიღდება (ქსძ. 1970. გვ. 551, 559). ამრიგად შაბურიშვილები ხევიდან ბარში
საკმაოდ დიდი ხნის გადმოსახლებულები ჩანან. დოკუმენტების მიხედვით
შაბურიშვილებს "დაბალი საერისთაო" ეჭირათ
This post has been edited by mtiuli444 on 3 Oct 2010, 12:48