იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე- თხიერი...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე-
(ადვილად ითქმის)
ვერაფერს იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით!
დავიწყებულიც, დაწუნებულიც,
ხარ-მშვენიერი!
ის არ წასულა თავის ნებით
არც ჰაი-ჰარად,
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით-
ზღვამ წაიყვანა,
მეც ზღვა მომელის გამძვინვებული,
ზღვა შენმიერი....
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ-მშვენიერი!
მე მომწონს ის რომ შენ არ გიყვარვარ,
არც მე მიყვარხარ და ესეც მხიბლავს,
და არ არასებობს გრძნობა რომელიც
ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას,
მომწონს,ხუმრობა რომ შემიძლია,
თბილი სიტყვებით არ გეფერები,
და არ ვწითლდები,თუკი შემთხვევით,
შემეხებიან შენი ხელები.
მომწონს როდესაც გინდა მაჩვენო,
როგორ ჩაიკრავ ვიღაცას გულში,
და არ გაღელვებს,თუკი გაიგებ,
რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში.
ღამით ძილის წინ არ გენატრები,
არ გეღვიძება ჩემზე ფიქრებით,
არცერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს რომ,
მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.
მადლობას გიხდი რომ არსებობ და
ისე გიყვარვარ თვითონ არ იცი.
მადლობ ხანმოკლე შეხვედრებისთვის,
მადლობ ყოველი მშვიდი ღამისთვის,
იმისთვის მზე რომ ერთად არ გვათბობს,
ერთად არ ვხვდებით მთვარის ავსებას...
რა მოხდებოდა,გყვარებოდი და...
მეც მხოლოდ შენით რომ მეარსება........
* * *
:ნერვებიმაქვსმოშლილისმაილიკი:
ჩემი სიმშვიდე არის ფორმარული,
ღამით როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ...როგორ გითხრა?_არანორმალური!
ცხოვრებით ვთამაშობ...
დღეს მაქვს პაემანი,შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიმტვრევ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე...
მოგისმენ! მოგისმენ!....
მერე ქარს გავატან ყველა შენს ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს!გინდა დავიფიცო?
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ...
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური,
და ჩემი ცხოვრება,_ტრაგი-კომედია...
მე ვარ,მთავარ როლში........ არანორმალური...
არანორმალური სევდა მომერია!...
* * *
ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შენს თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.
ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა
ჩვენ კი ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
და მთვრალს უფრო მეტად მაგონდები,
უფრო მენატრები...მინდები...
ვიცი ეს ეჭვები დამახრჩობენ,
ვინ იცის სად,ვისთან იქნები,
ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ...
როგორც შენს თვალებში ჭინკები...
* * *
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით

არ მინდა ვიფიქრო შენზე,
რატომღაც მეშინია ფიქრის...
''შენ გიყვარს''... - მომკივის ქარი,
მომკივის და სადღაც მიქრის.
მინდა დავემალო ფიქრებს,
ჩრდილში მოვაქციო სახე,
რომ არ წაიკითხო უცებ,
რაც გულში ამდენ ხანს ვმალე...
არ მინდა ვიფიქრო შენზე,
და მაინც მომკივის ქარი:
''შენ გიყვარს... კვლავ გიყვარს... გიყვარს!''... -
ჩურჩულებს ყოველი წამი...
ეეს მომწონს.....
არა, ჩემი შვილი არ იქნება ის ბავშვი მომაკვდავ კატას კუდით რომ მიათრევდა და თვალებში აუწერელი სიხარული ედგა.შვლის ნუკრის ნაამბობის წაკითხვის შემდეგ იგი არ შეჭამს გოგლი-მოგლს და მიხარია ცოტას რომ მოიწყენს.... მან აუცილებლად უნდა მკითხოს თავის დროზე, ორი გრძნეული სახელი, ილია და გალაკტიონი, რათა იცოდეს თუ როგორ იცხოვროს და თუ როგორ მოკვდეს.....მას არ მოუნდება სხვა უფრო დიდ ლამაზ სახლში ცხოვრება… სასთუმალთან ფუნთუშებიანი თეფშის ნაცვლად, ნოდარ დუმბაძე და მობი დიკი ედება....
ბავშვს ფერმკრთალი ლოყები ექნება და არ გამოდგება სასკოლო ინსცენირებისათვის ვაშლი და შაქარა....ღამე ყინწვისის ანგელოზი დაესიზმრება.............. და თუ სამშობლო არ შეუგინეს, არ ეცოდინება, რომ სისხლი წითელია...........
* * *
მე შენ მიყვარხარ!
ჩემო ნაკლიანო, ცალმხრივო სიყვარულო.
მიყვარხარ ასეთი: ერთარსი, სევდიანი.
ეს ბედი დაგყვა,
უნდა სულ მუდამ იმარხულო.
გერქვას ასკეტი.
და მხოლოდ მაშინ გაბედო წასვლა,
როცა გზაზე,
სამივე ფერი შუქნიშანის არის ჩამქრალი.
მე შენ მიყვარხარ!
ჩემო ნაკლიანო, ცალმხრივო სიყვარულო.
მიყვარხარ ასეთი: თარსი, ერთადერთი.
თებერვლის ოცდაათში ჩემს კართან ატუზულო,
რა, არ უნდა გადამერჩინე, უნდა გამეშვი?
სხვისი ბარტყივით
ჩემს ბუდეში გამოიბი ფრთები. მშვიდობით.
ჩემ სუნს სამოსივით ვერ გამოიცვლი:
მე შენ მიყვარხარ!
ჩემო ნაკლიანო, სიმარტოვისთვის განწირულო,
ცალმხრივო სიყვარულო. ...
* * *
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა-სისხამს...
ქარია, ალბათ; გზა აებნა იქნებ მათხოვარს...
[SIZE=7]მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს,
არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით
და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს,
კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა,
განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...
მშვიდობა ყველას, შორს წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
[B][SIZE=7]
* * *
მე გაგახსენებ სუნთქვას ყვავილთა და გაზაფხულის აბოგინებას...
მე გაგახსენებ, ღამის მკლავებში მდინარე როგორ მოედინება;
მე გაგახსენებ, როგორ გწყუროდა ჩემს ღაწვზე ხელის ფრთხილად შეხება...
მე გაგახსენებ, როგორ აენთე, როცა ოცნება შემოგეგება;
მე გაგახსენებ, მიმწუხრთან ერთად როგორ მომანდე სული დაღლილი;
მე გაგახსენებ, როგორ კრთებოდი,თუ უნებურად ცრემლებს დავღვრიდი...
მე გაგახსენებ, როგორ მაქციე შენი ფიქრების ეულ მეგობრად;
მე გაგახსენებ, ჩუმად, უსიტყვოდ შენზე ვინც დარდობს, იგი მე რომ ვარ!...
მე გაგახსენებ, როგორ ვერ მთმობდი გაოგნებული ჩუმი ალერსით,
მე გაგახსენებ, როგორ იგრძენი ჩემი ტკივილი იმ წყნარ ღამეში!
მე გაგახსენებ, მწვანე ფერდობზე პირველად ხელი როგორ მომხვიე,
მე გაგახსენებ წამებს გარდასულს, მაგრამ აწმყოზე უფრო მომხიბვლელს;
მე გაგახსენებ იმ დაჟინებას, მე რომ მაკრთობდა შენს ცხელ მზერაში...
მე გაგახსენებ უხმო ვედრებას, ჩემი ხსოვნიდან შენ რომ ვერ წაშლი;
მე გაგახსენებ, რომ შენც იყავი ბავშვივით წრფელი ჩემთან ოდესღაც;
მე გაგახსენებ, რომ შენ მიხსენი, როცა ძახილის ხმა შემოგესმა:
მე გაგახსენებ დღეებს,როდესაც არ გჭირდებოდა ჩემთან ნიღაბი;
მე გაგახსენებ, რომ მე გიწამე და მეგობარზე მეტი ვიყავი...
მე გაგახსენებ, რომ მე კვლავ მოვალ, თუ სიყვარული გზას გამინათებს...
მე გაგახსენებ, თუმცა ვიცი,რომ აღარასოდეს აღარ მინატრებ!!!
* * *
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო დახშულია ამავდროებით,
მე ჩემს ლოცვებში გამახსენდა შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით.
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
დღეს დაიხშება სასუფევლის თეთრი კარები,
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას,
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები,
მე დავამშვენებ შენი სახლის წითელ სახურავს,
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები,
ახლა საღამო დახშულია ამავდროებით,
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით.
* * *
სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.
ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.
ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ
და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.
და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი..
არა რატო კითხულობთ ეხლა ამას ვითომ?? მეტი საქმე არა გაქვთ???
ჯანდაბა.......... რამდენი ვიჩალიჩე, 7 საათია, ანუ დღეს ყველაზე დილით დავპოსტე.....
forrest gumb-იც დამთავრებულა... არადა მეგონა ვუყურებდი..... ვსიო წავედი......
სულ უფრო იშვიათად ვწერ... ასე ვიცი ხოლმე, როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი....
This post has been edited by BAZZILIO on 7 Feb 2008, 07:07
მიმაგრებული სურათი