Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
->
რეგიონები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(26)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფშავი
, ყველაფერი ფშავის შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28242
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#20481081
· 3 Jul 2010, 01:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kappa
QUOTE
avadze
გაუმარჯოს! როგორ ხარ ძმობილო? ხომ მაგრად? ფშავში ძალიან მინდა, მოდი გაუკეთე ორგანიზება და წავიდეთ ჩემი მანქანით. ლაშარის ჯვრამდე შეგვიძლია ავიდეთ ცოტა ხარჯი გვექნება, თუმცა ღირს, ჩემი ანგარიშით მთელი ხეობა რომ მოვიაროთ, კაცზე დაახლოებით 30-35 ლარი დაგვიჯდება, ,,იმ,, თემაშიც გააცოცხლე ეს თემა და ვნახოთ, მოვივლით ჩარგალს, მუქოს სალოცავში ავალთ, ბოლოს ლაშარში, აი სულ ბოლოს კი არაგვის პირზე ქეიფობას რა სჯობია კაცოუ
მაგრად ვარ, არა მიშავს.
შენ როდის გცალია? იქით შაბათს იქნებ არ მეცალოს. კვირას - კიდევ შესაძლებელია.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vip_
VIP
ჯგუფი: Registered
vip_
VIP
ჯგუფი: Registered
წერილები: 1955
წევრი No.: 8066
რეგისტრ.: 5-January 05
#20521048
· 5 Jul 2010, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
4 ივლისის ნათლობა ჩარგალში
www.paata.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09
#20693081
· 15 Jul 2010, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გინახავთ სადმე სახლ-მუზეუმში ფეხებმომპალი მაგიდა, საყრდენად აგურები რომ უდგას?
14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდება. ერთი წელიც და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს პოეტის ამქვეყნად მოვლინებიდან საუკუნე-ნახევრის გასვლას. გავრცელებული ინფორმაციით, 2011 ვაჟა-ფშაველას წლად არის გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, საიუბილეო სამზადისს ვერ იგრძნობთ ვაჟას მშობლიურ ჩარგალში. "კვირის პალიტრა" რამდენიმე დღის წინ პოეტის სახლ-მუზეუმს ეწვია.
ჩარგალში გამგზავრებისკენ ერთ-ერთ სოციალურ საიტზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ მიბიძგა. ლიტერატორთა ერთი ჯგუფი ჩიოდა, ვაჟას მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია, იქ სტუმრის მიყვანა სამარცხვინოც კი არისო. ამის გადამოწმება ტელეფონით ვცადე პოეტის მემკვიდრეებთან და დამიდასტურეს, მუზეუმიც და სახლიც ცუდ დღეშიაო.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დაზიანებული სახურავიდან ჩამოსულ წყალს ჭერზე მშრალი ადგილი აღარ დაუტოვებია. კედლები ნესტისგან ჩამონგრეულა. ძველისძველი საგამოფენო სტენდები კიდევ უფრო უფერული ჩანს ავარიული კედლების გამო.
XX საუკუნის 80-იან წლებში დამონტაჟებული განათების სისტემის მკრთალი შუქი ძლივს ანათებს ფოტოექსპონატებს, ფერწერულ ტილოებსა და ქანდაკებებს, ყველაფერს უბადრუკი ელფერი დაჰკრავს და გგონია, ვაჟა-ფშაველას მუზეუმში კი არა, სადღაც სხვაგან ხარ, სადაც კარგად არ იციან ამ ბუმბერაზი შემოქმედის ფასი.
არასახარბიელო მდგომარეობაა პოეტის ძველისძველ სახლშიც. აქ ნივთები საგანგებო ტემპერატურაზე არ ინახება და არც ჰერმეტულად არის დაცული, ამის გამო დრო ყველაფერს ულმობლად ჭამს. ვაჟას პოეზიაში სიკვდილთან ასოცირებულ ჭიას მისი ძველისძველი მაგიდის ფეხები შეუჭამია, დაკოჭლებულისთვის კი ვიღაცას საყრდენად აგური შეუდგამს.
გინახავთ სადმე სახლ-მუზეუმში ფეხებმომპალი მაგიდა, საყრდენად აგურები რომ უდგას? ნირწამხდარი გარეთ გამოვედი და აივნის მოაჯირს მივეყუდე. გადაიწია. მერეღა დავუკვირდი, ისიც სიძველისა და ნესტისგან არის შეჭმული, თუმც ვაჟას დროინდელი არ არის. მოგვიანებით გაუკეთებიათ ძველის ანალოგი.
ეზოში ჯერ კიდევ დგას ვაჟასეული კაკლის, მსხლისა და ვაშლის ხეები. ვაშლსა და მსხალს უკვე დასტყობია სიბერე. დაბერებულიც კი ამაყად დგანან ბებერ, მაგრამ მაინც ცოცხალ ფესვებზე. ეგებ ამ ფესვებმა ერთხელაც შეძლონ ახალი სიცოცხლის ნერგად წამოღება და მერე თუ წავიქცევით, ჯანდაბასო.
უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გვიყვარს კვეხნა ისტორიით, ისტორიული პიროვნებებით, გენიოსებით, რომლებიც ასე უხვად მომადლა ღმერთმა ქართველ ერს. დაგვიჩლუნგდა გრძნობა, რომ რითაც ვიკვეხნით, იმას გავუფრთხილდეთ.
ვიგონებთ ახალ მუზეუმებს, ახალ საგამოფენო დარბაზებს, ვაწყობთ ახალ სანახაობებს და ის, რაც გენიოსის ხელით მოწოდებული გვაქვს, აღარ გვახსოვს.
ალბათ, შესაძლებელია ვაჟას მუზეუმი უახლესი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით იყოს მოწყობილი, სადაც მუდმივად შევძლებთ მისი შემოქმედების მოსმენას, თვალი კი სანახაობას ვერ მოსწყდება. დღეს კი რა გვაქვს? ნახევრად ბნელი და მღვიმესავით სველი ოთახები, სადაც ნესტის ლაქები ეტოქებიან გენიოსთა პორტრეტებს, ვაჟას ბიუსტი კი ჩამონგრეულ კედელთან მოწყენილი დგას.
მუზეუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოეტის ძმის, ბაჩანას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა მითხრა, რომ საიუბილეოდ იგეგმება მუზეუმის გადახურვაც და განახლებაც. მუზეუმს მწირი ბიუჯეტი აქვს (აქაურები კი ამბობენ, რომ ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე აქ უამრავი ტურისტი მოდის და შემოსავალიც არ უნდა იყოს ურიგო. - ავტ.) და ამიტომაც ვერ ავუდივართ პრობლემებსო (ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი წუხს, ძველებურად აღარა გვაქვს შემოსავალი, თორემ ჩვენი სახსრებითაც ბევრ რამეს მოვაგვარებდითო).
მინდა დავიჯერო, რომ სახელმწიფო ან თუნდაც კერძო პირები მართლა ფიქრობენ ვაჟას ფიზიკური მემკვიდრეობის გადარჩენაზე (ინტელექტუალური მემკვიდრეობა უკვე მსოფლიოს საკუთრებაა), მაგრამ ვეჭვობ, რომ ლელა რაზიკაშვილის პათოსი უსაფუძვლოა.
იქ, სადაც ხელისუფლება რაიმეს აღდგენას და გაძლიერებას იწყებს, ჯერ გზა გაჰყავს და მერე აკეთებს სხვა საქმეს. ჩარგლისკენ მიმავალს კი გზა არც ეთქმის, - მდინარეებთან ალაგ-ალაგ ნაპრალებად ჩაშლილა. თითქოს ამ მხარეს გამოხედვა არავის უნდა (რაღა თქმა უნდა, ხელისუფლებას ვგულისხმობ, თორემ რიგითი დამთვალიერებელი არ ილევა).
ჟინვალიდან ჩარგლამდე ასფალტი მხოლოდ აქა-იქ შერჩენია ახლა სოფლის შარად ქცეულ საავტომობილო გზას. არც გვახსოვს, აქ ბოლოს როდის დააგეს ასფალტიო, მხრებს იჩეჩენ ჩარგლელები. არც ის იციან, ვაჟაობა როდის იქნება, ადრე 14 ივლისს ვზეიმობდითო. "ის ზეიმიც იმით გამოიხატებოდა, რომ მუზეუმის წინ ერთ მხარეს ფშაური ხინკალი იხარშებოდა, მეორეზე კი სცენაზე ერთმანეთს ხმამაღალი სიტყვის თქმაში ეჯიბრებოდნენ ცნობილი ადამიანები.
იმ სიტყვაგაქაფულთაგან ბევრი არც კი შესულა მუზეუმში, აქაურობისთვის თვალიც არ მოუვლია და ხინკლით დანაყრების შემდეგ წასულა. ეტყობა, ვაჟას ვერ გრძნობდნენ და ამიტომაც იყვნენ ასეთი ზერელენი.
ვაჟას მუზეუმი ხელოვნების ტაძარს უნდა ჰგავდეს, სადაც საგალობელივით უნდა გესმოდეს მისი ლექსები, უნდა ირინდებოდე ამ პაწია ჩარგლის წალკოტში, რომ ვაჟას სული შეიგრძნო.
დასანანია, რომ ამ ბუმბერაზის სახლი და მუზეუმი ისევე აღარ ახსოვს ხელისუფლებას, როგორც ფშავი. მიტოვებულია ახლა ვაჟაც და მისი მშობლიური კუთხეც. არადა, ფშავმა ქმნა ვაჟა ასეთი. ამიტომაც გაფრთხილება უნდა ორივეს, ეგებ კიდევ შვას გენიოსი ამ საოცარმა მხარემ", - ჩარგლელების ეს სიტყვები სევდიანი ფიქრ-საგზალივით გამომყვა თბილისისკენ. გზად გამახსენდა, როგორ ვზრუნავთ დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანების სახის გაცოცხლებაზე.
შესანიშნავია, ტურისტებს თვალსაჩინო მაგალითს დავახვედრებთ იმის დასტურად, რომ აქ ადამიანთა მოდგმის უძველესი სამკვიდრებელია. მაგრამ ისიც ხომ უნდა გვქონდეს სათქმელი, მერე რას მიაღწია ამ უძველესი ადამიანის მოდგმამ საქართველოში, ინტელექტის განვითარების რომელ საფეხურზე ავიდა, ამის დამადასტურებელი ფაქტებიც ხომ არქეოლოგიაში არა გვაქვს მოსაძებნი? თბილისიდან ჩარგლამდე ხომ რამდენი საამაყო ადგილი გვაქვს:
წიწამური, საგურამო... დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა. გავიყვანოთ გზა ჩარგლამდე, სანამ არქეოლოგების საძიებელი გამხდარა უმნიშვნელოვანესი ისტორიის კვალიც.
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chaosphere
დეოკუპაცია
ჯგუფი: Members
Chaosphere
დეოკუპაცია
ჯგუფი: Members
წერილები: 7071
წევრი No.: 83776
რეგისტრ.: 2-February 09
#20710010
· 16 Jul 2010, 20:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არის მოსახლეობა დარჩენილი ?
თუ კანტი-კუნდტად ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23202
წევრი No.: 62323
რეგისტრ.: 25-May 08
#20740452
· 19 Jul 2010, 04:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხნოო როგორ ხართ ფშავლებო? მეც ფშაველი ვარ მაგრამ არ ვყოფილვარ არასდროს არადა როგორც ვიცი ჩემს გვარს სალოცავიც აქვს მაგრამ არ ვიცი ზუსტად სად მერებაშვილი ვარ გვარად და ადრე 2 წლის რომ ვიყავი მაშინ ვიყავი თურმე ჩვენს სალოცავში საშIნლად მინდა ცემი გვარის ისტორიის შეტყობაც და ფშავის ნახვაც ჩემი გვარის სალოცავში ლუდის დალევაც და მწვადის შეწვაც იქნებ ვინმემ იცოდეთ გვარის ისტორია როგორ ან სად უნდა გავიგო ძალიან მაინტერესებს მართლა
მათურელები მყავს ნათესავები და ალბათ მაქედან ვიქნები...
This post has been edited by
MeRo
on 19 Jul 2010, 04:41
--------------------
SOM I SEREM !!!
WE ARE AND WE WILL BE !!!
¡Visca Barça!
თქვენ ყველას ოყნა გჭრდებათ თქვენი დედა #####ან !!!
ჩემს იქით პარიზია...
ელისეის მინდვრები...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kappa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kappa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1184
წევრი No.: 40606
რეგისტრ.: 26-August 07
#20743615
· 19 Jul 2010, 13:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MeRo
დღეს მგონი ლაშარობაა ფშავში, ზუსტად არ ვიცი, წასულიყავი კარგი იქნებოდა
--------------------
=============================
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pshaveli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Pshaveli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2867
წევრი No.: 93719
რეგისტრ.: 15-June 09
#20745545
· 19 Jul 2010, 15:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღესაა ლაშარობა, ყველას გილოცავთ.
სურათები დადეთ ვინც იყავით ლაშარობაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23202
წევრი No.: 62323
რეგისტრ.: 25-May 08
#20747202
· 19 Jul 2010, 17:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kappa
ხო მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ 1-15 აგვისტომდე მინდა წასვლა 2-3 დღით მათურაში ავალ ალბათ მთავარანგელოზში კარვებით. გილოცავთ ყველას ლაშარობას
* * *
მოკლედ გავარკვიე სოფელ მატანში(მგონი სწორი სახელია) ყოფილა ჩემი გვარის სალოცავი ახმეტისკენ პანკისთან არის თუ არ ვცდები და როგორ მოვხვდე ხომ არ იცით ვინმემ
This post has been edited by
MeRo
on 19 Jul 2010, 17:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pshaveli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Pshaveli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2867
წევრი No.: 93719
რეგისტრ.: 15-June 09
#20757745
· 20 Jul 2010, 13:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MeRo
QUOTE
მოკლედ გავარკვიე სოფელ მატანში(მგონი სწორი სახელია) ყოფილა ჩემი გვარის სალოცავი ახმეტისკენ პანკისთან არის თუ არ ვცდები და როგორ მოვხვდე ხომ არ იცით ვინმემ
ახმეტაზეა თითქმის გადაბმული, პანკისისკენ გზაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
MeRo
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23202
წევრი No.: 62323
რეგისტრ.: 25-May 08
#20762373
· 20 Jul 2010, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pshaveli
გაიხარე ახლა ვნახე რუკაზე. იმედია დიდუბიდან გავა რამე მატანამდე თუ არადა ახმეტიდან ფეხით მომიწევს ასვლა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kappa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kappa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1184
წევრი No.: 40606
რეგისტრ.: 26-August 07
#20763107
· 20 Jul 2010, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MeRo
დიდუბიდან არა, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადიან მიკროავტობუსები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fffd1111
Member
ჯგუფი: Registered
fffd1111
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 117898
რეგისტრ.: 2-July 10
#20996228
· 5 Aug 2010, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს დაბდური ფშავლები სად ჩამოსულან
ზემოთ თემა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ololia
Super Member
ჯგუფი: Registered
ololia
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 149
წევრი No.: 90224
რეგისტრ.: 1-May 09
#21040614
· 8 Aug 2010, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამის ნატირალი
სახევსუროში გისიზმრებ
ჩემ ბეჩავ ფშავლის ქალასა,
რაად არ მეჭიკჭიკები,
რად გხედავ აგრე მწყრალასა?!
წყალნი ცვარადაც შამჯავრდნენ-
ასრიგად მუცოს მთისანი,
სადა წკრიალებს შენი ხმა,
ნეტაი, გამხადა მისანი...
არ ვიცი - ტყვია დავიცე,
არ ვიცი - ვიტირ-ვიგმინო,
მუცოს კლდის ძირში დამრჩალო,
ჩემო თვალნისლა ღიღილო.
სანათა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annak
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annak
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15587
წევრი No.: 12495
რეგისტრ.: 1-September 05
#21046496
· 9 Aug 2010, 14:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ololia
ეს თეონას ეძღვნება?
ძალიან ლამაზი ლექსია
ამბავი ძალიან მძიმე და სამწუხარო
This post has been edited by
annak
on 9 Aug 2010, 14:02
--------------------
საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
baggins
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
baggins
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6840
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09
#21157201
· 17 Aug 2010, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(teklaa @ 3 Feb 2008, 23:59 )
თემი ხატი
ქისტაურთა თემი იახსარი
უძილაურთა თემი კოპალა
გოგოჭურთა თემი მთავარანგელოზი
ზურაბაულთა თემი მთავარანგელოზი
გოგოლაურთა თემი მთავარმოწამე
წოწკურაულთა თემი მოხარნადე
გაბიდაურთა თემი სა15ო ძელის ანგელოზი
ჭიჩოელთა თემი პირცეცხლი
გოდერძაულთა თემი პირქუში
წითელაურთა თემი კოტიას წმინდა გიორგი
უკანაფშაველთა თემი წყაროსთაველი
ჩარგლელთა თემი ლაშარის ჯვარი
მიგრიაულთა გვარი რომელ თემში შედის?
--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რეგიონები
|
იქით
»
Pages:
(26)
« პირველი
...
14
15
[16]
17
18
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0677 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.