ეჰ, ცუდი ამბავი მაქვს რაჭველებო... ავი ამბისა მოზარედ გეახელით ამ მიმწუხრს.

მგონი, ერთი რაჭველით ნაკლები დარჩა დედომიწაზე - მადეირა აღარა გყავთ, როგორც ამბობენ!!!

წუხელ ერთად გავედით სამსახურიდან და ძაან ცუდად კი იყო. თვითონვე თქვა, ალბათ, უკანასკნელად გავდივარ ამ კარებშიო. მე კინაღამ წამომცდა, ნეტამც0მეთქი, მაგრამ დროზე მოვეგე გონს და შენი მტრისთვის იყოს უკანასკნელი-მეთქი, თუმცა, როგორც ალალმა კაცმა, ისიც გავიმხილე, გულში ასე ვიფიქრე და კინაღამ წამომცდა თქო...
წავიდა და წავიდა მას შემდეგ მადეირა - დღეს სამსახურში აღარ გამოჩენილა.

ცოტა ხნის წინ ჯუდამ დაურეკა და მოიკითხა... ისეთი ხმა ჰქონდა, სუფთა "ხმა სამარიდამ" იყოო, ასე გაიოხუნჯა ამ უღმერთომ.
P.S. თქვენთან ერთად დავტირი უდროოდ დაკარგულ მადეირას!!!
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".